14 სექტემბერი, 2014
როგორ ვუმკურნალოთ გამოკვეთილ სისხლძარღვებს – ათი სასარგებლო პროცედურა...
თუ ფეხებზე სისხლძარღვები გამოიკვეთა და ე.წ. ვარსკვლავები გაჩნდა, პროცესის პროგრესის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია შემდეგი წესების დაცვა:

ფეხზე დიდხანს ნუ დადგებით, სიმძიმეს ნუ ატარებთ;

არ ჩაიცვათ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, შემოჭერილი შარვალი ან კოლჰოტი;

სისხლძარღვებს რომ არ ავნოთ, ფეხის მასაჟის დროს ძლიერად ნუ დააწვებით;

მიიღეთ კონტრასტული შხაპი, წყლის ჭავლი ფეხებზე ქვევიდან ზევით მიმართეთ;

კვირაში 2-3-ჯერ ფეხები ლიმონის რბილობით ან წითელი ცირცელით გაიწმინდეთ;

გაიკეთეთ ფეხის აბაზანები:

2 ჭიქა ტყის თხილის ფოთლებს 2 ლიტრი ადუღებული წყალი დაასხით, 10 წუთით დაბალ
ცეცხლზე დადგით. 1 საათი გააჩერეთ, გაწურეთ და აბაზანაში ჩაუშვით, რათა მჯდომარე მდგომარეობაში ფეხები წყალში იყოს. ასეთი აბაზანები დაძინებამდე 2 საათით ადრე, 12-15 წუთით გაიკეთეთ. წყლის ტემპერატურა 34-35 გრადუსი უნდა იყოს, კურსი 7-10 პროცედურაა.

ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS