13 სექტემბერი, 2014
სამი უნიკალური სასმელის რეცეპტი ცხიმების დასაწვავად
ეს სამი უნიკალური რეცეპტი დაგეხმარებათ წონაში დაკლებაში, ამას კი ცხიმების დაწვის შედეგად მიაღწევთ.

პირველი რეცეპტი:

დაჭერით თხელ ნაჭრებათ 1ც. ვაშლი, დაასხით 300 მლ წყალი და დაუმატეთ 1 დესერტის კოვზი დაფქული დარიჩინი. დადგით დასაყენებლად გრილ ადგილას 2 საათით და შემდეგ დალიეთ უშუალოდ ძილის წინ. ასეთი შემადგენლობა მოგცემთ საშუალებას დააჩქაროს ნივთიერებათა ცვლა, გამოიყვანოს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე და ადვილად "დაწვას" ცხიმი.

მეორე რეცეპტი:

ნივთიერებათა ცვლის დასაჩქარებლად და კუჭ-ნაწლავის მუშაობის გასაუმჯობესებლად:
1 ჭიქა კეფირს დაუმატეთ 1 დესერტის კოვზი დაფქული
დარჩინი და ნახევარი დესერტის კოვზი დაფქული ჯანჯაფილი (იმბირი). კარგად აურიეთ და მიიღეთ დილით და საღამოს.

მესამე რეცეპტი ნივთიერებათა ცვლის დასაჩქარებლად და ორგანიზმის გასაძლიერებლად:

დააყენეთ 300 მლ ნატურალური მწვანე ჩაი, დაამატეთ 1 დესერტის კოვზი დაფქული დარიჩინი და ამის შემდეგ, როცა გაცივდება, დაუმატეთ 1 ჩ.კ. თაფლი. მიიღეთ დილით და საღამოს ჭამამდე 30 წუთით ადრე.

კესო ლაღიძე


















FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS