11 სექტემბერი, 2014
ბრინჯის წყალი - გასახდომად, კანის გასაწმენდად, დაზიანებული თმის აღსადგენად
ბრინჯის წყალი შეიცავს ვიტამინებს B, C, E და ასევე მინერალებს. ეს შემადგენლობა ავიწროებს ფორებს, არბილებს და კაშკაშას ხდის კანს. სხვათა შორის, ასეთი ჯადოსნური შემადგენლობა იცავს კანს ულტრაიისფერი სხივებისგან.

გთავაზობთ ცნობილ აზიურ რეცეპტებს

1) კანის გაწმენდა - დაგჭირდებათ ცოტაოდენი თეთრი ბრინჯი და ონკანის წყალი. გარეცხეთ 0,5 ჭიქა ბრინჯი, მოათავსეთ ემალირებულ ჯამში და დაასხით 1 ჭიქა წყალი. დატოვეთ 15 წუთით, ამ პერიოდში ვიტამინები და მინერალები დაიწყებენ წყალში გაჟონვას.

შემდეგ გადაასხით წყალი სუფთა ჭურჭელში, სწორედ ეს წყალი წარმოადგენს
ეფექტურ დასაბან საშუალებას კანისთვის. ბრინჯი შეგიძლიათ გამოიყენოთ კერძის დასამზადებლად. დაიბანეთ სახე ბრინჯის წყლით მსუბუქი მასაჟური მოძრაობებით 1 წუთის განმავლობაში. წყალი შეინახეთ მაცივარში გერმეტულად დახურულ მდგომარეობაში არა უმეტეს 5 დღე.

2) თმის სტრუქტურის აღდგენა - ბრინჯის წყლის რეცეპტი ასევე გამოგადგებათ თმის მოსავლელად. თუ რეგულარულად დაიბანთ და გადაივლებთ ბრინჯის წყლით, მიიღებთ თმის გასაოცარ რბილ და ბზინვარე თმასს ძვირადღირებული სალონური პროცედურების გარეშეც.

3) წონაში დაკლება - 1 ჭიქა ბრინჯს დაასხით 4-7 ჭიქა წყალი და დადგით ნელ ცეცხლზე, ხარშეთ 20-30 წუთის განმავლობაში. მომზადებულ ნახარშს დააყარეთ ცოტაოდენი მარილი და მიიღეთ მცირე პორციებით მთელი დღის განმავლობაში.

კალორიების მოხმარების შემცირება საგრძნობლად შეგიძლიათ, თუ ერთ ჭამას შეცვლით ბრინჯის ნახარშით, რაც დაგეხმარებათ, რომ კვირაში 1 კგ დაიკლოთ.

კესო ლაღიძე



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ციცი
მაგარი ხარ მაიკო...გ ა ი ხ ა რ ე
17:15 / 18-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ციცი
მაიკო რა გულიანად გავიცინე... მაგარი იუმორი გაქვს..."ბრინჯი კი არა ქვაბიც აგარ დარჩება"-ო.(ძალიან ბევრი ვიცინე, ოგონდ მარტლა) გ ა ი ხ ა რ ე
17:13 / 18-11-2015
გამოხმაურება / 0 /
elizabet
მართლა საოცარია, განა ნახარში დაგრჩება რამე?
23:40 / 13-04-2015
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
4 სთ რო ხარშო ბრინჯი კიარა ქვაბიც აგარ დარჩება
19:17 / 19-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS