02 სექტემბერი, 2014
ყავა C ჰეპატიტით დაავადებულებისთვის
დღეში რამდენიმე ფინჯან ნალექიან ყავას შეუძლია, ღვიძლის სერიოზული დაავადებების განვითარებისგან გვისხნას, დაასკვნეს სპეციალისტებმა. კერძოდ, რა დაავადებებზეა ლაპარაკი?

ოთხწლიანმა კვლევამ და დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ყავის რეგულარული გამოყენება ანელებს ც ჰეპატიტის განვითარებას და ღვიძლს ამ დაავადებით გამოწვეული პათოლოგიური ცვლილელებისგან იცავს. გამოკვლევისას იმ პაციენტთა ჯანმრთელობის გაუარესების რისკი, რომლებიც დღეში სამ ან მეტ ფინჯან ყავას სვამდნენ, 47%-ით შემცირდა, ვიდრე მათი, ვინც ყავას საერთოდ არ სვამდა. ასევე გამოიკვლიეს, აქვს თუ არა ორგანიზმზე იგივე დადებითი ზემოქმედება ჩაის. აღმოჩნდა, რომ - არა.

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მეცნიერების მტკიცებით, ყავას ადამიანის ჯანმრთელობაზე დადებითი გავლენის მოხდენა მხოლოდ მაშინ შეუძლია, თუ ის უკვე დაავადებულია ჰეპატიტით. ჯანმრთელ ორგანიზმს ყავა ვერ დაიცავს.

ესპანელმა ნეიროქირურგებმა კი დაადგინეს, რომ თუ ტვინის მუშაობის გააქტიურება გსურთ, ყავა აუცილებლად შაქრით უნდა მიირთვათ. როგორც აღმოჩნდა, კოფეინისა და გლუკოზის ურთიერთქმედება ააქტიურებს ტვინის იმ მონაკვეთების მუშაობას, რომლებიც პასუხს აგებენ მეხსიერებასა და ყურადღების კონცენტრაციაზე.

შაქრიანი ყავა აუმჯობესებს ადამიანის კოგნიტიურ უნარს, როცა მას მეხსიერებისა და ყურადღების მაქსიმალურად დაძაბვა სჭირდება. უშაქრო ყავა კი ამ შემთხვევაში არავითარ ეფექტს არ იძლევა. გამოკვლევებმა ასევე დაადასტურა, რომ შაქრიანი ყავა ხელს უწყობს კუნთების აღდგენას მძიმე ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. ნაბახუსევზე კი ყავის დალევას არ გირჩევთ, კოფეინი ალკოჰოლის მოქმედებას კი არ ანეიტრალებს, პირიქით, აძლიერებს.

კესო ლაღიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
მერ
კაპუჩინო, ნახევრად დაფქვილი, ხსნადი, დასაფქვავი თუ რომელი, რომელს უფრო აქვს ჩავარდნა ბაზარზე
13:28 / 29-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მიხო
რომელი ხსნადი თუ შავი ყავა
21:49 / 28-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS