02 სექტემბერი, 2014
ვანგას სასწაულმოქმედი რეცეპტები სხვადასხვა დაავადებების წინააღმდეგ
შესიებული და გაღიზიანებული ღრძილებისთვის

დღეში რამდენჯერმე გამოივლეთ ბეგქონდარას ნაყენი, რომელსაც ერთი მწიკვი შაბი უნდა დაუმატოთ.
კარგია, თუ თვეში ორჯერ თეთრი ფიჭვის ფისს დაღეჭავთ.

20 გრამ თავსისხლას დაასხით 100 მილიგრამი 70-პროცენტიანი სპირტი. გააჩერეთ 7-10 დღე, გაფლიტრეთ და შეინახეთ მუქ შუშის ჭურჭელში. სტომატიტის შემთხვევაში მიიღეთ 30 წვეთი 3-4-ჯერ დღეში.

ყურის ტკივილისას

10 გრამ ღვიას დაასხით ერთი ჭიქა არაყი. გააჩერეთ 10 დღე. გადაწურეთ. მიღებულ მასაში დასველებული ტამპონი დღეში სამჯერ 10
-15 წუთით მტკივან ყურში ჩაიდეთ.

წითელი ღვინო სისხლძარღვებს შველის - სასარგებლო სასმელები

წყალი -
ყველაზე სასარგებლო სითხეა. შეგიძლიათ იმდენი მიირთვათ, რამდენიც გსურთ. ადამიანებს, რომლებიც დღეში 2-2,5 ლიტრ წყალს სვამენ, სახესა და სხეულზე ნაოჭები 15 წლით გვიან უჩნდებათ.

მწვანე ჩაი - მასში ბევრია ფტორი, რომელიც კბილებს ამაგრებს და კარიესისგან იცავს. დღეში სამ ფინჯანზე მეტის დალევა არ შეიძლება, რადგან კბილებზე თეთრ ლაქებს აჩენს.

შავი ჩაი - ყავის ჯანსაღი ალტერნატივაა. საკმაო რაოდენობით შეიცავს კოფეინს, რაც სიფხიზლის შენარჩუნებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, თავის ტვინის ქერქში ნივთიერებათა ცვლას ასტიმულირებს.

წითელი ღვინო - იშვიათ ბიოფლავონოიდ კვერციტინს შეიცავს. ეს ფლავონოიდი სისხლძარღვთა კედლების ჩაკირვას ამცირებს, არეგულირებს სისხლის წნევას და იცავს გულს. თუმცა წითელი ღვინის დიდი რაოდენობით მიღება არ შეიძლება. დღეში ერთი ბოკალი საკმარისია.

სტაფილოს წვენი
- უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მასში შემავალი სელენის გამო, რომელიც კანცეროგენებსა და თავისუფალ რადიკალებს ებრძვის.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS