02 სექტემბერი, 2014
გამაახალგაზრდავებელი ჩაის უნიკალური რეცეპტი
თანაბარი პროპორციებით ერთმანეთში აურიეთ შავი და მწვანე ჩაისა და სალბის ფოთლები, დააყენეთ, როგორც ჩვეულებრივი ჩაი და მიირთვით ყოველდღიურად. ეფექტის გასაძლიერებლად შეგიძლიათ 3-5 ცალი ცირცელი დაამატოთ.

აქვე გაგაცნობთ ყველაზე ხელმისაწვდომ პროდუქტებს, რომლებიც, მართალია, ფიტოესტროგენებს არ შეიცავენ, მაგრამ არანაკლებ ეხმარებიან ორგანიზმს ახალგაზრდობის შენარჩუნებაში.

ავოკადო - მას ახალგაზრდობის ნაყოფსაც უწოდებენ.

ავოკადოს ორგანიზმიდან გამოაქვს ქოლესტერინი, რომელიც სისხლძარღვების მტერია. ნაყოფი მდიდარია კალიუმით, ე და ც ვიტამინებით, ამიტომ ხშირად ჩართეთ რაციონში, შეგიძლიათ სახის ნიღბებსაც შეურიოთ.

მოცვი - არანაკლებ პოპულარულია მათ შორის,
ვინც აქტიურად ებრძვის სიბერეს. ბაქტერიოციდული თვისებების წყალობით მოცვი შესანიშნავად აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობას. ეს კი დადებითად აისახება კანის მდგომარეობაზე.

თაფლი – მეცნიერები მას ბიოგენურ სტიმულატორს უწოდებენ. ვიტამინებისა და მიკროელემენტების უნიკალური შემადგენლობის წყალობით, ეს სასწაულმოქმედი ნექტარი ორგანიზმს ბევრი დაავადების დამარცხებასა და პროფილაქტიკაში ეხმარება. თუ შაქარსა და კანფეტებს თაფლით შეცვლით, კარგ ფიზიკურ ფორმას გაცილებით დიდხანს შეინარჩუნებთ.

კესო ლაღიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS