2 სუფრის კოვზ გახეხილ ბოლოკს დაუმატეთ რამდენიმე წვეთი მცენარეული ზეთი და კარგად აურიეთ. წაისვით სახეზე და 5-10 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. გაითვალისწინეთ: კანის ოდნავი გაღიზიანების შემთხვევაშიც კი ნიღბის გაკეთება შეწყვიტეთ.
კურსი 10-12 პროცედურისგან შედგება, რამდენიმედღიანი ინტერვალებით.
პიგმენტური ლაქებისთვის
ცოტაოდენ სახამებელში შეურიეთ იმდენი 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი, რომ ფაფისებური მასა მიიღოთ. მაშინვე წაისვით სახეზე და როგორც კი გაშრება, ლიმონის წვენით გაზავებული წყლით ჩამოიბანეთ, შემდეგ მკვებავი კრემი წაისვით.
გააკეთეთ ათი პროცედურა, სამდღიანი ინტერვალებით
კესო ლაღიძე