31 აგვისტო, 2014
უსამა ჰამდის კვერცხის დიეტა - ერთ თვეში მინუს 20 კილოგრამი
თუ თქვენი წონა დასაშვებ ნორმას ბევრად აღემატება, არ გაწუხებთ ქრონიკული დაავადებები ეს დიეტა თქვენთვისაა თუ თქვენი წონა დასაშვებ ნორმას ბევრად აღემატება, არ გაწუხებთ ქრონიკული დაავადებები ეს დიეტა თქვენთვისაა. ამერიკელი პროფესორის უსამა ჰამდის დიეტა ჯანსაღი ცხოვრების წესზეა დაფუძნებული და რაც მთავარია საოცარი შედეგი აქვს.

დიეტის დასრულებისას თქვენ დაკლებული გექნებათ 15-20 კილოგრამი. იმ შემთხვევაში თუ კვერცხზე ალერგია გაქვთ, შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ უცხიმო ხაჭოთი.

სანამ დიეტას დაიწყებდეთ გაითვალისწინეთ რამდენიმე რჩევა:


დიეტის განმავლობაში მიიღეთ ბევრი წყალი, მაგრამ განსაკუთრებულად ერიდეთ ჩაის.
თვითნებურად არასოდეს შეცვალოთ ჭამის დრო და სასტკიდან აკრძალულია ხილიდან მანგო, ბანანი, ლეღვი და ყურძენი.
თუ შიმშილი ძალიან შეგაწუხებთ და ჭამიდან უკვე ორი საათია გასული, შეგიძლია წაიხემსოთ სალათის ფურცლებით, კიტრით და სტაფილოთი.
საკვებს შესაზავებლად არ დაუმატოთ მცენარეული ცხიმები.

პირველი კვირა

ორშაბათი:

ყოველდღე დილა დაიწყეთ ნახევარი ფორთოხალით ან გრეიფრუტით და 1-2 მაგრად მოხარშული კვერცხით.
სადილი: ფორთოხალი, ვაშლი, მსხალი, გარგარი, საზამთრო, ნებისმიერი რაოდენობის.
ვახშამი: შემწვარი ხორცი ნებისმიერი რაოდენობით, ოღონდცხიმის გარეშე. აკრძალულია ცხვრის ხორცი.

სამშაბათი:

სადილი: მოხარშული ან შემწვარი ქათამი (კანის საფუძვლიანად გააცალეთ).
ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი, სალათი (კიტრი, სალათის ფოთოლი, პომიდორი, წიწაკა, სტაფილო), 1 ფორთოხალი.

ოთხშაბათი:

სადილი: თეთრი ყველი (დაბალი ცხიმიანობით) ნებისმიერი რაოდენობით, 1 ტოსტი, პომიდორი.
ვახშამი: შემწვარი ხორცი (ცხიმის გარეშე).

ხუთშაბათი:

სადილი: ხილის ნებისმიერი სახეობა, გარდა ზემოთ აკრძალულისა.
ვახშამი: შემწვარი ხორცი, სალათი.

პარასკევი:

სადილი: 2 მოხარშული კვერცხი. მოხარშული ბოსტნეული (ყაბაყი, ლობიო, სტაფილო ან ბარდა).
სადილი: შემწვარი თევზი, 1 ფორთოხალი ან გრეიფრუტი.

შაბათი:
სადილი: ნებისმიერი ხილი, ოღონდ ერთი სახის და შეუზღუდავი რაოდენობით.
ვახშამი: შემწვარი ხორცი, სალათი.

კვირა:

სადილი: ქათმის ხორცი (შემწვარი ან მოხარშული), პომიდორი, მოხარშული ბოსტნეული, 1 ფორთოხალი ან გრეიფრუტი.
ვახშამი: მოხარშული ბოსტნეული.

მეორე კვირა

საუზმე შვიდივე დღეს იგივე: ნახევარი ფორთოხალი ან გრეიფრუტი და 1-2 მაგრად მოხარშული კვერცხი.

ორშაბათი

სადილი: 2 მოხარშული კვერცხი, სალათი.
ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი, 1 ფორთოხალი ან გრეიფრუტი.

სამშაბათი

სადილი: შემწვარი ხორცი, სალათი.
ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი, 1 ფორთოხალი ან გრეიფრუტი.

ოთხშაბათი

სადილი: შემწვარი ხორცი, კიტრი.
ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი, 1 ფორთოხალი ან გრეიფრუტი.

ხუთშაბათი
სადილი: 2 მოხარშული კვერცხი, თეთრი ყველი (დაბალი ცხიმიანობით) ნებისმიერი რაოდენობით, მოხარშული ბოსტნეული (ლობიო ან მწვანე ბარდა).
ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი.

პარასკევი

სადილი: თევზის (შემწვარი ან მოხარშული).
ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი.

შაბათი

სადილი: შემწვარი ხორცი, პომიდორი, 1 ფორთოხალი ან გრეიფრუტი.
ვახშამი: ახალი ხილი (ფორთოხალი, მანდარინი, ნესვი, ვაშლი).

კვირა

სადილი: ქათმის ხორცი (შემწვარი ან მოხარშული), პომიდორი, 1 ფორთოხალი ან გრეიფრუტი.
ვახშამი: იგივე

მესამე კვირა


ორშაბათი

მთელი დღე: ხილი ნებისმიერი რაოდენობით, ნებისმიერ დროს. აკრძალულია - ყურძენი, მანგო, ფინიკი, ბანანი, ლეღვი.

სამშაბათი
მთელი დღე: ნებისმიერი რაოდენობით მოხარშული ბოსტნეული და სალათები, გარდა კარტოფილისა და მარცვლეულისა.

ოთხშაბათი

მთელი დღე: ნებისმიერი ხილი ზემოთ ჩამოთვლილი, მოხარშული ბოსტნეული, სალათები როცა მოგშივდებათ.

ხუთშაბათი
მთელი დღე: თევზი შემწვარი ან მოხარშული ნებისმიერი რაოდენობით + მოხარშული ბოსტნეული.

პარასკევი

მთელი დღე: ხორცი (შემწვარი ან მოხარშული ცხიმის გარეშე) ან ქათამი (შემწვარი ან მოხარშული) ნებისმიერი რაოდენობით + მოხარშული ბოსტნეული.

შაბათი

მთელი დღე: მხოლოდ ერთი სახეობის ხილი ნებისმიერი რაოდენობით.

კვირა:

იგივე, ოღონდ შეგიძლიათ ხილი შეცვალოთ.

მეოთხე კვირა

ორშაბათი:
მთელი დღე 4 ნაჭერი შემწვარი ხორცი ან 4 ნაჭერი მოხარშული ხორცი ან მოხარშული ქათამი, 3-4 პომიდორი და კიტრი. თევზი - 200 გრ. 1 ფორთოხალი ან გრეიფრუტი.

სამშაბათი
მთელი დღ: 2 ნაჭერი შემწვარი ხორცი (მაქსიმუმ 500 გრ.), 3 პომიდორი + 4 კიტრი, 1 ვაშლი, მსხალი ან ფორთოხალი, ან 1 ნაჭერი საზამთრო.

ოთხშაბათი

მთელი დღე: 1 კოვზი ხაჭო ან ნებისმიერ თეთრი ყველი, მოხარშული ბოსტნეული (200 გ.), 2 პომიდორი + 2 კიტრი, 1 ფორთოხალი ან გრეიფრუტი

ხუთშაბათი

მთელი დღე: ნახევარი ქათამი (შემწვარი ან მოხარშული), 2 პომიდორი + 2 კიტრი, , 1 ფორთოხალი ან გრეიფრუტი, ერთი სახეობის ზემოთჩამოთვლილი ხილი.

პარასკევი

მთელი დღე: 2 მოხარშული კვერცხი, სალათი + 3 პომიდორი, 1 ფორთოხალი ან გრეიფრუტი

შაბათი

მთელი დღე: მოხარშული ქათამი, ყველი (125 გრ.), 2 პომიდორი + 2 კიტრი, იოგურტი 50 გრ.

კვირა:

მთელი დღე: 1 კოვზი ხაჭო, 2 პომიდორი + 2 კიტრი, მოხარშული ბოსტნეული, 1 ტოსტი, 1 ცალი ფორთოხალი ან გრეიფრუტი.

კესო ლაღიძე
ბეჭდვა