29 აგვისტო, 2014
გახდით მოხდენილი შვიდ დღეში – უნიკალური სქემა გლაუბერის მარილით
თუ პრეტენზია გაქვთ წონის, კანისა და თმების მიმართ, პრობლემის გადაჭრა შიგნიდან დაიწყეთ. ამისათვის ერთკვირიანი განმტვირთავი დიეტა გესაჭიროებათ.

რამდენიმე რჩევა იმ თანმხლები ღონისძიებების შესახებ, რომლებიც ერთკვირიან განმტვირთავ დიეტას ეფექტურს გახდის.

საკვების სიმცირის გამო ნაწლავები საჭირო აქტივობას არ ამჟღავნებს. ამიტომ მათი სტიმულირებისათვის დიეტის პირველ დღეს, დილით, ერთი ჭიქა გლაუბერის მარილიანი (დაახლოებით ერთ-ნახევარი სუფრის კოვზი ადუღებულ ჭიქა წყალზე) წყალი დალიეთ. კოქტეილს სასიამოვნო გემო რომ ჰქონდეს, ცოტა ლიმონის წვენი დაუმატეთ.

ორგანიზმი დაგროვილი ტოქსინებით თავისუფლდება. მათი მესამედი ოფლის სახით გამოიყოფა.
ამიტომ დღეში ორჯერ შხაპი მიიღეთ. რაც შეეხება 24 საათიანი მოქმედების დეზოდორანტებს, ისინი საოფლე ჯირკვლებს აცობს. უმჯობესია, მათი ხმარებისაგან თავი შეიკავოთ.
შხაპის მიღებისას სხეული მაგარი ჯაგრისით დაიზილეთ.

კვირაში ორჯერ მარილის აბაზანა მიიღეთ. სტანდარტული ზომის აბაზანას ნახევარი კილო ზღვის მარილი დასჭირდება. პროცედურის ხანგრძლივობა 15 წუთია. დილით საწოლიდან უცბად არ წამოდგეთ, კარგად გაიზმორეთ.

განტვირთვის დიეტის გეგმა:

პირველი დღე - განმტვირთავი

საუზმე: ხილი და ნიგოზი.
სადილი: მოშუშული ბოსტნეული და ხაჭო.
ვახშამი: ხილის სალათა, იოგურტი და ხრამუნა პური.
შუალედებში: ვაშლი.
ყურადღება! განმტვირთავი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად არანაკლებ 3 ლიტრი წყალი, ბალახის ან ხილის ჩაი დალიეთ.

მეორე, მესამე, მეოთხე დღე

საუზმე: ბალახის ან ხილის ჩაი, შემდეგ ჭიქა შრატი (სველი) ან კომბოსტოს მწნილის წვენი.
სადილი: ბოსტნეულის ბულიონი 4 ულუფაზე: 100 გრამი ნიახურისა და ოხრახუშის ძირები, 50 გრამი კარტოფილი, 30 გრამი პრასი და ერთი სტაფილო. ყველაფერი მსხვილად დაჭერით, დაუმატეთ შავი წიწაკა, დაფნის ფოთოლი და 1 ლიტრ წყალში 30 წუთი ხარშეთ.
ვახშამი: ბოსტნეულის წვენი სანახევროდ წყლით.

მეხუთე დღე - დიეტიდან გამოსვლა

საუზმე: 4-5 ცალი შავი ქლიავი, ბალახის ან ხილის ჩაი.
სადილი: კარტოფილ-ბოსტნეულის ბულიონი.
შუალედებში: 2 ტკბილი ვაშლი.
ვახშამი: პომიდვრის წვნიანი ხრამუნა პურით, ბარამბოს ან ვალერიანის ნაყენი.

მეექვსე-მეშვიდე დღე - აღმდგენი

საუზმე: 4-5 ცალი ლეღვი ან შავი ქლიავი, ბალახის ან ხილის ჩაი.
სადილი: მოშუშული ბოსტნეული (უმარილოდ) და კარტოფილის პიურე რძის გარეშე, მაგრამ კარაქით და ოხრახუშით.
შუალედებში: ნებისმიერი მშრალი ხილი: ნიგოზი, თხილი, ნუში.
ვახშამი: ხრამუნა პური კარაქით, ხაჭო სანელებლებით, ასკილის ნაყენი.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS