26 აგვისტო, 2014
მხნეობისა და ახალგაზრდობის ჯადოსნური ელექსირი – ძველი ვიკინგების რეცეპტი
ნაყენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ გამხმარი ჭინჭარი, ასკილი და მატიტელა მთელი დღის დაღლილობის შემდეგ, საღამოს შინ დაბრუნებულს ხშირად საუბარიც კი გიჭირთ. ეს ჯადოსნური ელექსირი კი სწორედ იმისთვის არის საჭირო, რომ დაძინებამდე მხნედ იყოთ და დაღლილობამ აღარ შეგაწუხოთ.

ნაყენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ გამხმარი ჭინჭარი, ასკილი და მატიტელა.

მომზადება:

აიღეთ ერთი სადილის კოვზი თანაბარი რაოდენობით სამივე მცენარე, ცხადია გამხმარ მდგომარეობაში და დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ სამი საათის განმავლობაში.

ნაყენი დალიეთ სახლიდ
ან გასვლამდე, დღის პირველ ნახევარში, ყლუპ-ყლუპად ან ერთიანად. დიდი ხანი შესვენება არ გააკეთოთ. დალევამდე და შემდეგ ნახევარი საათის განმავლობაში არ მიირთვათ.

თუ ადრე ადგომა გიჭირთ და სამსახურში წასვლამდე ვერ მოასწრებთ, დააყენეთ ნახევარ ლიტრიან ბოთლში და თან წაიღეთ.

ეს ჯადოსნური ნაყენი სიმხნევეს შეგმატებთ და რაც მთავარია თავს უკეთ იგრძნობთ. მთავარია, სამი წესი დაიცვათ:

1. მოამზადეთ ზემოთ მითითებული რეცეპტით და ზუსტად დაიცავით ნორმა.
2. აუცილებლად დალიეთ დაყენებიდან სამი საათის შემდეგ.
3. დალევისას არ გააკეთოთ დიდი ხანი შესვენებები.

კესო ლაღიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მზია
კარგად ხომ ხარ?
01:13 / 07-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS