26 აგვისტო, 2014
როგორ გავიუმჯობესოთ ტვინის მუშაობა - ხალხური მეთოდი
თავის ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა ძალიან სასარგებლოა ხერხემლის კისრის ნაწილის და ოსტეოქონდროზის დროს. ამ დაავადებებისას ირღვევა ჯანმრთელი სისხლის მიმოქცევა და, პირველ რიგში, ზიანდება თავის ტვინი, რომელიც იღებს არასაკმარის კვებას.

დროთა განმავლობაში ორგანიზმი ეჩვევა ასეთ მდგომარეობას, მაგრამ იმისათვის რომ გავაუმჯობესოდ მისი მუშაობა, საჭიროა სისხლძარღვების გაწმენდა. გაწმენდა რისგან? არასასურველი ნივთიერებებისგან, რომლებიც ეწებებიან სისხლძარღვების კედლებს.

მათ მიეკუთვნება ქოლესტერინი და სხვადასხვა შლაკები. სისხლძარღვების გაწმენდა შეგიძლიათ ჩაატაროთ სახლის პირობებში მარტივი ხალხური საშუალებების გამოყენებით.

1. 1 ჭიქა ხახვის წვენი და 1 ჭიქა თაფლი
აურიეთ ერთმანეთში. მიიღეთ 2 ჩ.კ. 3-ჯერ დღეში ჭამის წინ. კურსი - 3 თვე. მოცემული ნარევი კარგად წმენდს სისხლძარღვებს და გარდა ამისა, გააჩნია სხვადასხვა დამატებითი თვისებები, რომლებიც აძლიერებენ ორგანიზმს.

2. 10 გ ოროვანდის ფესვები მოათავსეთ თერმოსში, დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი და დატოვეთ დილამდე. ყოველ დილით გაწურეთ ნაყენი და მიიღეთ 5 ს.კ. ჭამამდე. კურსი - 1,5-2 თვე, შემდეგ ორი კვირა შეისვენეთ და გაიმეორეთ კურსი. ასევე სასარგებლოა მკურნალობის ჩატარება პროფილაკტიკის მიზნით იმათთვის, ვისაც დიდხანს ჯდომა უწევს სამუშაო დღის განმავლობაში.

3. ეცადეთ პერიოდულად დალიოთ ბროწეულის წვენი, ის კარგად ეხმარება სისხლძარღვების გაწმენდას. ასევე სასარგებლოა კენკროვანი, ვაშლის და სტაფილოს წვენები.

კესო ლაღიძე
ბეჭდვა