24 აგვისტო, 2014
ინდური გამაჯანსაღებელი პრაქტიკა - ორგანიზმიდან ნალექების გამოდევნა ზეითუნის ზეთის დახმარებით
აუცილებლად მაღალხარისხიანი ზეთი გამოიყენეთ ინდური გამაჯანსაღებელი პრაქტიკის (რომელიც დაახლოებით სამი ათასი წლისაა) არსენალში ზეითუნის ზეთის სამკურნალო მიზნით მიღების სხვადასხვა მეთოდიკ არსებობს. ჯერ კიდევ ძველი დროიდან ის ორგანიზმის ნალექებისაგან გამწმენდ ყველაზე პოპულარულ მეთოდად ითვლება. აუცილებლად მაღალხარისხიანი ზეთი გამოიყენეთ.

მკურნალობის კურსი:

1. დილით უზმოზე ერთი სუფრის კოვზი ზეითუნი სზეთი პირში დაიგუბეთ და 15-20 წუთის განმავლობაში ტუჩებისა და ლოყების მოძრაობით კბილებშუა გაატარეთ, „ღეჭეთ“ იქამდე, სანამ რძისფერი არ გახდება.

2. ზეთი გადმოაფურთხეთ, არავითარ შემთხვევაში არ ჩაყლაპოთ, ვინაიდან ტოქსიკურ ნივთიერებებს
შეიცავს. გამოირეცხეთ პირი და გულმოდგინედ გაიწმინდეთ კბილები, რათა პირის ღრუ ზეთის ნარჩენებისგან სრულად გათავისუფლდეს.

3. აუცილებლობის შემთხვევაში პროცედურა შეგიძლიათ გაიმეოროთ სადილის ან ვახშმის წინ. ზეთით გაწმენდა დღეში ორჯერ არის რეკომენდებული.

4. ზეთის „ღეჭვა“ განსაკუთრებით ეფექტურია ნუშისებრი ჯირკვლების ანთების, ბრონქიტის, ალერგიის, თავის ტკივილებისა და საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემების დროს. გაუმჯობესება შეინიშნება მკურნალობის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ. ქრონიკული დაავადებების დროს მკურნალობის კურსის ჩატარება რეკომენდებულია 6-დან 12 კვირის განმავლობაში.

კესო ლაღიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ლა ლი
ლილე 2 წლის წინ 16-ის იყავი? D.
11:35 / 19-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ვერა
მეც მიცდია და კმაყოფილი ვარ, რაც მთავარია უსაფრთხოა.
22:11 / 14-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ლილე
ძალიან სასარგებლო პროცედურაა. მე ვცადე წლების წინ და პირველ ორ დღეს ფეხზე დგომა მიჭირდა. შემდეგ ისეთი სიმსუბუქე ვიგრძენი თავი 15 წლის მეგონა.
17:21 / 24-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS