23 აგვისტო, 2014
პირველი დახმარება მოწამვლის დროს
1. მთავარია მიიღოთ ბევრი სითხე. ყველაფერს აჯობებს წყალში გახსნილი "რეგიდრონის" ფხვნილი, რომელიც აღადგენს წყალ-მარილოვან ბალანსს, ამის გარდა კარგია ახლადდაწურული ფორთოხლის წვენი (კალიუმი და ვიტამინი С) გაზავებული ანადუღარი წყლით შეფარდებით 4:1.

2. თუ გული ძალიან არ გერევათ, შეიძლება დაფშვნათ 5-8 აბი ნახშირი და მიიღოთ 5-7 წუთის განმავლობაში დიდი რაოდენობის წყალთან. ნახშირი შთანთქავს კუჭ-ნაწლავიდან მავნე ნივთიერებებს და მდგომარეობა. თუ გული ძალიან გერევათ, მაგრამ პირღებინება არ ხდება, უმჯობესია ძალით აირიოთ გული, ვინაიდან კუჭში დარჩენილია პათოგენური პროდუქტის ნარჩენები.

3. მოწამვლის დროს აკრძალულია
რაიმეს ჭამა. იშიმშილეთ და თქვენ დაეხმარებით საკუთარ ორგანიზმს ყველა ძალა მიმართოს ინფექციასთან ბრძოლაზე.

4. არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ შესაკრავი საშუალებები, ვინაიდან კუჭ-ნაწლავი შეაჩერებს ტოქსიკური ნივთიერებების გამოყვანას და ისინი განაგრძობენ მოწამვლას.

5. არ მიიღოთ ანტიბიოტიკები. უპირველეს ყოვლისა, არ არის ცნობილი რომელი მათგანი მოქმედებს მოცემული სახის მიკრობზე. მეორეც, არსებობენ ვირუსები და ბაქტერიები, რომლის წინააღმდეგ ანტიბიოტიკი უძლურია და მესამეც, მხოლოდ ექიმს შეუძლია განსაზღვროს მეტ ზიანს რა მოგიტანთ: ანტიბიოტიკის მიღება თუ არ მიღება.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მიხეილ
ალკოჰოლიტ მოწამვლისას რა უნდა გავაკეტოტ
07:07 / 21-02-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS