20 აგვისტო, 2014
კიტრისა და არაჟნის ინდური ნიღაბი - ქრება გამონაყარი და ანთება, სუფთავდება ფორები
ეს ნიღაბი ყველა ტიპის კანს მოუხდება, მაგრამ განსაკუთრებით ეფექტური იქნება პრობლემური და ტონუსდაკარგული კანისთვის. ნიღბის შემდეგ შეგრძნება გასაოცარია! კანი სუნთქავს, ცოცხლდება, აღდგება, მიმატებს სიმკვრივე, უმჯობესდება სახის ფერი. ამის გარდა, ქრება გამონაყარი და ანთება, სუფთავდება ფორები.

საჭირო მასალა:

1 ც. საშუალო ზომის კიტრი, 3 ს.კ. არაჟანი, 0.5 ჩ.კ. კურკუმას ფხვნილი, 0.5 ჩ.კ. ჯანჯაფილის (იმბირი) ფხვნილი.

მომზადება:

კიტრი გახეხეთ სახეხზე და გაწურეთ. კიტრის წვენი შემდგომში შეგიძლიათ გამოიყენოთ ლოსიონის სახით. კიტრის რბილობს დაუმატეთ არაჟანი, კურკუმა და ჯანჯაფილი და
კარგად აურიეთ. ნიღაბი მზადაა.

ნიღაბი უნდა გამოიყენოთ დამზადებისთანავე. წაისვით სქელ ფენად სახეზე და ყელზე და დაიტოვეთ 15 წუთით. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში 1-2-ჯერ. სრული ეფექტისთვის საჭიროა მთლიანი კურსის გავლა, რომელიც შედგება 5-7 ნიღბისგან. მაგრამ შედეგს შეამჩნევთ უკვე პირველი გამოყენების შემდეგ.

თუ არაჟანზე ალერგიული ხართ, ნიღაბის გაკეთებისგან თავი შეიკავეთ.

კესო ლაღიძე



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
:-)
კურკუმას ფხვნილი გუდვილში იყიდება.
14:53 / 22-08-2014
გამოხმაურება / 0 /
:-)
კიტრს და ბოლოკს მე გახეხვის მაგივრად ვჭრი, ვამატებ სულ ცოტა მარილს,კამას, არაჟანს და გემრიელად მივირთმევ!
11:58 / 22-08-2014
გამოხმაურება / 0 /
კურკა
და ისიც დააამტეთ კურკუმას ფხვნილი სად ვიშოვოთ? ჯანჯაფილი როგორმე იყიდება
10:20 / 22-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS