19 აგვისტო, 2014
ცელულიტის საწინააღმდეგო უნიკალური კომპრესები
ცელულიტის მოსაშორებლად რამდენიმე ნიღაბს წარმოგიდგენთ. მათი გამოყენების საშუალებით შეძლებთ პრობლემის ეტაპობრივად დამარცხებას და რაც მთავარია, არჩევანი თქვენზეა. შეგიძლიათ ამ სამიდან ნებისმიერი საშუალება აირჩიოთ.

1. ყავა ზეითუნის ზეთით

1 ჭიქა დაფქულ ნალექიანი ყავას დაუმატეთ ზეითუნის ზეთი, ისე რომ ფაფისებრი მასა მიიღოთ, ოღონდ ძალიან არ გაგითხელდეთ. მასა კარგად აურიეთ. ოდნავ შეათბეთ მიკროტალღურ ღუმელში და დაიდეთ პრობლემურ ადგილებზე. ზემოდან შეიფუთეთ პოლიეთილენის პარკით და გაიჩერეთ 20 წუთით. უკეთესი შედეგისთვის გაიმეორეთ კვირაში 2-3-ჯერ.

2. ყურძნის კომპრესი

აურიეთ ერთმანეთში 1 ჩ.კ.
თაფლი, 5 ს.კ. ყურძნის წვენი, 2 ს.კ. ნებისმიერი დღის კრემი. შეიზილეთ ნელი მოძრაობით პრობლემურ ადგილებში და დაიტოვეთ 20 წუთით. უფრო ეფექტური იქნება, თუ ტანზე წყალს გადაივლებთ და კომპრესებს დარბილებულ კანზე გაიკეთებთ.

3. ოხრახუშის ნაყენი ცელულიტის წინააღმდეგ

2 ს.კ. დაქუცმაცებულ ოხრახუშს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ 15-20 წუთი და გაწურეთ. მიიღეთ 1 ჭიქა ნაყენი ყოველ დღე ორი კვირის განმავლობაში. გარდა იმისა, რომ ნაყენი დაგეხმარებათ ცელულიტის მოშორებაში, ის ასევე ნამდვილი ხსნაა მტკივნეული ცისტიტის დროს.






FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS