18 აგვისტო, 2014
იდეალური უკანალი - როგორ მივაღწიოთ სასურველ შედეგს
კარგია თუ ზაფხულში ლიფტის გამოყენებაზე უარს იტყვით ზაფხულის ცხელი დღეებია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საცურაო კოსტიუმების და მოკლე შორტების ჩაცმის დროა. იმისთვის რომ არ მოიკლოთ თავისუფალი სამოსი, თადარიგი თავიდანვე უნდა დაიჭიროთ და უკანალის ფორმას დიდი ყრადღება უნდა დაუთმოთ.

თუ ამ ადგილას თქვენ ზედმეტი წონა გაწუხებთ, აუცილებელია გადახედოთ თქვენს კვებას. ამოიღეთ კვებიდან ტკბილეული და ფქვილის ნაწარმი. ცხიმიანი საკვები შეცვალეთ რაიმე მსუბუქით და სასარგებლოთი. რაციონში ჩართეთ ბოსტნეული და ხილი.

არ დაივიწყოთ რომ უკანალი ისევე, რგორც სხეულის სხვა
ნაწილები დიდ ფიზიკურ დატვირთვას საჭიროებენ. თუმცა არაა სავალდებულო სავარჯშო დარბაზში ეწამოთ. დღეში მხოლოდ თხუთმეტი წუთი ივარჯიშეთ. შედეგის ლოდინი დიდხანსარ დაგჭირდებათ.

დაწექით მუცელზე და ერთმანეთის მონაცვლეობით ფეხი აწიეთ ზემოთ. ეს ვარჯიში უკანალის კუნთისთვის ყველაზე სასარგებლოა. კარგია თუ ზაფხულში ლიფტის გამოყენებაზე უარს იტყვით და მაღალ სართულზეც კი ფეხით ახვალთ. ზამთარში კი თხილამურებით ბევრ სრიალს გირჩევთ.
სილამაზე როგორც წესი, არ მოითხოვს დიდ მსხვერპლს. ამისთვის მთავარია, მხოლოდ დიდი სურვილი.

კესო ლაღიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS