17 აგვისტო, 2014
გამოუცხადეთ ომი წლებს – ვაზელინის ნიღბები ბებიებისგან
ლამაზი ბებიების ფენომენი ბევრისთვის დღემდე ამოუხსნელ ამოცანად რჩება ალბათ ხშირად შეგხვედრიათ ქუჩაში, როდესაც ასაკოვანი ქალბატონი მოდის და ეტყობა, რომ წლებმა ვერაფერი დააკლო. ლამაზი ბებიების ფენომენი ბევრისთვის დღემდე ამოუხსნელ ამოცანად რჩება და ვერ იჯერებენ, რომ სილამაზე ქალბატონებმა ბოტოქსისა და თანამედროვე საშუალებების გარეშე ათეული წლების წინ, უბრალო ნიღბებით შეინარჩუნეს.

გთავაზობთ, ბებიების გამოცდილ ნიღბებს, რომელთა მთავარი კომპონენტიც ვაზელინია. ეს კომპონენტი ხელს უწყობს ნიღაბის მოქმედებას და რაც მთავარია გაკეთებიდან ერთი საათის მანძილზე არ ფუჭდება.

თუ პრობლემა ნამდვილად გაწუხებთ ან გინდათ,
რომ წლებს ომი გამოუცხადოთ, ნუ დაიზარებთ, ამ ერთი შეხედვით მარტივი ნიღბების გაკეთებას.

მათეთრებელი ეფექტისთვის:

1 ს.კ. არაჟანს დაუმატეთ 1 ს.კ. ლიმონის წვენი და ცოტაოდენი ვაზელინი. აურიეთ კარგად და გაიჩერეთ სახეზე 10 წუთის განმავლობაში.

გამაახალგაზრდავებელი ეფექტისთვის:

1 ს.კ თაფლს დაუმატეთ 2-3 წვეთი ჩაის ხის ზეთი, 2 წვეთი იოდი, 3 წვეთი აბუსალათინის ზეთი, 1 ჩაის კოვზი თაფლი, ნახევარი ჩაის კოვზი ვაზელინი, 1 ს.კ. თეთრი თიხა. ნარევი კარგად აურიეთ და მირებული მასა გაიჩერეთ 15 წუთით სახეზე. ამ მართლაც სასწაულმოქმედი ნიღაბის გაკეთება ორკვირაში ერთხელ შეგიძლიათ.

სკრაბი სხეულისთვის:

აიღეთ ორი კოვზი დაფქული ყავა, დაუმატეთ ერთი კოვზი შხაპის გელი, 1 სუფრის კოვზი მარილი, 1 კოვზი ვაზელინი. აურიეთ და მასა მოათავსეთ რამდენიმე პირად გადაკეცილ დოლბანდში და თავი მოუკარით.
შხაპის ქვეშ დასველდით და შემდეგ წრიული მოძრაობით მთელ ტანზე ნაზად შეიზილეთ. პროცედურა გრძელდება დაახლოებით 3-5 წუთის განმავლობაში. შემდეგ ტანი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ნიღაბი თმის ზრდისთვის და სიმკვრივისთვის

ცოტაოდენ მდოგვის ფხვნილში შეურიეთ შაქარი, დაახლოებით მეოთხედი კოვზი, დაუმატეთ 3-4 წვეთი აბუსალათინის ზეთი და მიღებული მასა გახსენით ვაზელინში. მკვებავი ნიღაბი შეიზილეთ თმის ძირებში და ჩამოიბანეთ 15 წუთის შემდეგ.
თუ მდოგვზერ ალერგიული ხართ, დაახლოებით სამ წუთში წვას იგრძნობთ და ამიტომ თავი სასწრაფოთ ჩამოიბანეთ.

კესო ლაღიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
ზოია
კოსმეტიკური ვაზელინი იყიდება აფთიაქებში.
20:39 / 21-02-2015
გამოხმაურება / 0 /
მირანდა
ვაზელინი აფთიაქში აქვთ
20:24 / 21-02-2015
გამოხმაურება / 0 /
მირა
ვაზელინი აფთIაში შეგიძლიათ შეიძIინოთ
20:23 / 21-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ქეტინო
ვაზელინი სად სჰეიდზლება ვიკიტხო და ამ სახელიტ?---ვაზელინი ქვია? გტხოვტ მიპასუხოტ
09:29 / 16-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
მდოგვი თმის ცვენას აჩერებს თანაც პირველივე პროცედურის მერევე.
01:55 / 21-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS