07 მაისი, 2014
გახდომა დიეტის გარეშე - სწრაფი, სასტიკი, მაგრამ ეფექტური მეთოდი
ერთი პროცედურის ჩატარება ორ კვირაში ერთხელ შეგიძლიათ ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად დაგჭირდებათ:

სამზარეულოს გამჭვირვალე თეთრი პარკი - 1 ხვეულა.
წიწაკის შემცველი მალამო - მისი შეძენა აფთიაქში შეგიძლიათ
საბავშვო კრემი - 1 ტუბიკი
ბენზოატის კოფეინი ამპულებში - 4 ც
შპრიცი - 1 ც (იმისთვის რომ კოფეინი ადვილად ამოიღოთ ამპულებიდან).

აურიეთ ერთმანეთში ყველაფერი ძალიან ფრთხილად. არაფრით არ შეიძლება, მიღებული მასის თვალში მოხვედრა. პროცედურას რომ დაამთავრებთ, აუცილებლად უნდა დაიბანოთ ხელები ძალიან კარგად.

ნახევარი ჩაის კოვზს საბავშვო კრემს დაუმატეთ, ტუბიკიდან
გადმოსული 1 სმ წიწაკის შემცველი მალამო, აურიეთ და დაუმატეთ ოთხი ამპულა ბენზოატის კოფეინი. ეს ყველაფერი კარგად ავურიოთ ერთმანეთში და წაისვით პრობლემურ ადგილებზე.

შემდეგ შემოიხვიეთ პარკი. ამ პროცედურის ჩატარებამდე ერთი საათით ადრე არ დალიოთ და არ ჭამოთ. ასე პარკშემოუხვეული უნდა იყოთ 1 საათის განმავლობაში და ამ დროის განმავლობაში არ ჭამოთ და არ დალიოთ. პროცედურის დამთავრებიდან ორ საათის განმავლობაშიც არ მიირთვათ.

ყველაზე კარგია, თუ პროპცედურას ჩაიტარებთ ძილის წინ. ორმაგი ეფექტი იქნება.
ჩამოიბანეთ მასა ცივი წყლით. თუმცა ეს რომ არ დაგვეწერა, თავადაც მიხვდებოდით, რადგან დაბანისას ოდნავ თბილი წყალიც კი ადუღებულად მოგეჩვენებათ.

შედეგის ლოდინი დიდხანს არ დაგჭირდებათ. პირველივე პროცედურის მერე თქვენი კანი გლუვი გახდება. 2-3 პროცედურის მერე კი თქვენი გარშემომყოფები შენიშნავენ, რომ ზედმეტ სანტიმეტები თვალსა და ხელს შუა გაქრება.

ერთი პროცედურის ჩატარება ორ კვირაში ერთხელ შეგიძლიათ.

თუ პროცედურის დროს აუტანელი წვა იგრძენით და ესე იგი ალერგიული კანი გაქვთ და პარკი მოიხსენით და კრემი ჩამოიბანეთ.
ბეჭდვა