23 აპრილი, 2014
ლიმონის 10 სასარგებლო თვისება სილამაზისთვის
თანამედროვე კოსმეტოლოგიაში ლიმონი უნივერსალურ პროდუქტადაა მიჩნეული ლიმონის საოცარი თვისებები ჯანმრთელობისა და სილამაზის სასიკეთოდ ყველასთვის კარგადაა ცნობილი, ამ დანიშნულებით მას ჯერ კიდევ 3 ათასი წლის წინ იყენებდნენ. თანამედროვე კოსმეტოლოგიაში ლიმონი უნივერსალურ პროდუქტადაა მიჩნეული.
ჩვენ შემოგთავაზებთ ლიმონის 10 სასიკეთო თვისებას, რომელსაც კოსმეტოლოგიაში იყენებენ.

სახის კანის გასაწმენდად და დასატენიანებლად

ერთმანეთში აურიეთ ქოქოსის წყალი და ახალგამოწურული ლიმონის წვენი და წაისვით სახეზე. ქოქოსი ატენიანებს კანს, ლიმონი კი - წმენდს
და ათეთრებს.

მუხლისთავებისა და იდაყვებისთვის

თუ იდაყვებსა და მუხლისთავებზე კანი გაგიმუქდათ და გაგიუხეშდათ, პერიოდულად წაისვით ლიმონის ნაჭერი, შედეგი არ დააყოვნებს!

სახიდან შავი წერტილების მოსაშორებლად

ბევრი სპეციალისტი ამტკიცებს, რომ ლიმონი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა სახიდან შავი წერტილების მოსაშორებლად. თურმე, არც ერთი კრემი არ იძლევა ასეთ შედეგს. უბრალოდ, პერიოდულად გაიწმინდეთ სახე ერთი ნაჭერი ლიმონით ან ლიმონის წვენში დასველებული ბამბის ტამპონით.

დახეთქილი ტუჩებისთვის

თუ ტუჩების კანი გაგიუხეშდათ და დაგისკდათ, ძილის წინ ლიმონის კანი წაისვით. დილით მოიშორეთ ლიმონის ნარჩენები, თქვენი ტუჩები გლუვი და რბილი გახდება.

ტონიკი პრობლემური კანისთვის

ერთმანეთში შეურიეთ 170 მილილიტრი გამოხდილი წყალი, რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი და ჩაის ხის ზეთი. მიღებული ნაზავით სახე დღეში რამდენჯერმე გაიწმინდეთ. ეს ტონიკი ძალიან უხდება პრობლემურ კანს.

კბილების მინანქრის გასათეთრებლად

თანაბარი პროპორციებით ერთმანეთში შეურიეთ ლიმონის წვენი და საკვების სოდა. შეგიძლიათ, ამ ნაზავით უბრალოდ, გაიხეხოთ კბილები ან ის კბილის პასტაში შეურიოთ. ეს ძალზე ეფექტური საშუალებაა და სწრაფ შედეგს იძლევა, მაგრამ მისი ხშირად გამოყენება დაუშვებელია.

სახის კანის გასათეთრებლად

ლიმონი მდიდარია ც ვიტამინითა და ლიმონმჟავათი, მაშასადამე ის კარგად ათეთრებს კანს. ვიტამინი ც - საუკეთესო ანტიოქსიდანტია, რომელიც ანეიტრალებს თავისუფალი რადიკალების მოქმედებას და აუმჯობესებს კოლაგენის გამომუშავებას. ყოველივე ეს ხელს უწყობს პიგმენტური ლაქების მოშორებას, მათ შორის - ასაკობრივის.

გაითვალისწინეთ: თუ სახის კანისთვის ლიმონს იყენებთ, სახლიდან გასვლისას აუცილებლად წაისვით დამცავი კრემი, რადგან ლიმონის წვენი კანს ულტრაიისფერი სხივების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეს ხდის.

თმის გასაღიავებლად

ეს პროცედურა ზაფხულისთვისაა განკუთვნილი. ახალგამოწურულ ლიმონის წვენს ცოტაოდენი წყალი შეურიეთ, წაისვით თმაზე და დაწექით მზეზე. პირველ ჯერზე 20 წუთიც საკმარისია. შეაფასეთ შედეგი, თუ ის შეუმჩნეველია, მაშინ პროცედურა გაიმეორეთ და მზეზე უფრო დიდხანს გაჩერდით. ამ მეთოდით მელირების გაკეთებაც შეგიძლიათ.
ეს პროცედურა ქერტლისგანაც გაგათავისუფლებთ.

ცხიმიანი კანისთვის

ლიმონის წვენი უხდება ზედმეტად ცხიმიან კანსაც. ის აცილებს ცხიმს და ავიწროებს ფორებს.

მაგარი ფრჩხილებისთვის

თუ მტვრევადი ფრჩხილები გაქვთ, გაიკეთეთ ლიმონის წვენისა და ზეითუნის ზეთის აბაზანები. ლიმონი ამაგრებს ფრჩხილებს.

ეს რეცეპტი შველის გაყვითლებულ ხელოვნურ ფრჩხილებსაც.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS