23 მაისი, 2017
6 პროდუქტი, რომლებიც ღვიძლის გარშემო ცხიმს წვავს
რამდენიმე ნატურალური პროდუქტი გაცხიმიანებული ღვიძლის წამლის გარეშე განკურნებაში დაგეხმარებათ:

1. არტიშოკი
არტიშოკს ღვიძლის აღდგენა შეუძლია. მისგან შეგიძლიათ მოამზადოთ ნახარში. წვენი იდეალურად წმენდს ღვიძლს. თუ ნახარშის მომზადებას გადაწყვეტთ, დალიეთ დღეში არანაკლებ 3 ფინჯანისა.

2. წითელი მხალი, მანგოლდი
წითელი მხალი, ვიტამინებითა და მინერალებით სავსე ბოსტნეულია. აქვს ღვიძლის გამწმენდი და აღმდგენი ფუნქცია.

3. კოჭა
კოჭა შეიცავს ანტიოქსიდანტს, რომელიც ტრიგლიცერიდების დონეს ამცირებს - ღვიძლის გაცხიმოვნების ძირითადი მიზეზი. შეგიძლიათ მოამზადოთ ნაზავი, გააზავეთ წყალში 2 ს.კ დაფქული კოჭა. ასევე შეიგიძლიათ დაუმატოთ სალათებსა და წვნიანებს.

4. ბაყაყურა
ეს მცენარე განსაკუთრებით სასარგებლოა ღვიძლისთვის. ბაყაყურას ექსტრაქტის შეძენა აბების სახით, შესაძლებელია აფთიაქებშიც.

5. გრეიფრუტი
ციტრუსების უმრავლესობა ღვიძლისთვის სასარგებლოდ მიიჩნევა, თუმცა გრეიფრუტი ორმაგად სასარგებლოა. ის ამცირებს ცხიმის დონეს და ეხმარება მეტაბოლურ სინდრომთან გამკლავებაში, რაც ხშირად ღვიძლის გაცხიმოვნების მიზეზი ხდება.

6. ბოლოკი
ბოლოკი ამცირებს ნაღველის რაოდენობას, რაც დადებითად აისახება ღვიძლზე. დეტოქსიკაციის ეფექტური საშუალება. როგორც წესი, ბოლოკს სალათებში გამოიყენებენ, თუმცა შეგიძლიათ მიიღოთ წვენის სახით, დაუმატეთ 1 ჩ.კ. თაფლი.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS