23 მაისი, 2017
ჯანმრთელი პირის ღრუ - მხოლოდ ორი წუთი დაგჭირდებათ
ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა ბევრადაა დამოკიდებული პირის ღრუს ჯანმრთელობაზე. ამიტომაც დიდი მნიშვნელობა აქვს პირის ღრუს სწორ მოვლას და ჰიგიენის დაცვას.

მართალია, პირის ღრუს მოსავლელი უამრავი თანამედროვე საშუალება არსებობს, მაგრამ შეგიძლიათ ბუნებრივი ინგრედიენტების გამოყენებით თავადაც მოამზადოთ ბუნებრივი სავლები, რომელმაც შესაძლოა უკეთ მოგაშოროთ ნადები და უფრო შედეგიანი აღმოჩნდეს ბაქტერიებისა და მიკრობების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ინგრედიენტები:
1 სადილის კოვზი საკვები სოდა.
½ ჩაის კოვზი მარილი.
½ ჭიქა წყალბადის ზეჟანგი.
1 ჭიქა ცივი წყალი.
½ ჭიქა თბილი წყალი.
კბილის ჯაგრისი.
კბილის
ჩხირები.

მომზადებისა და გამოყენების წესი:
აურიეთ ერთმანეთში მარილი და საკვები სოდა. ჯაგრისი თბილ წყალში დაასველეთ, მოათავსეთ მასზე მიღებული ნაზავი და გაიწმინდეთ კბილები. შემდეგ გადმოაფურთხეთ, გაიმეორეთ ორი წუთის განმავლობაში.
წყალბადის ზეჟანგი გახსენით თბილ წყალში და როცა ზემოაღნიშნულ პროცედურას დაასრულებთ, გამოივლეთ პირის ღრუში ერთი წუთის განმავლობაში. ბოლოს კბილებს შორის ქვების მოსაშორებლად გამოიყენეთ კბილი ჩხირები და დასარულ, პირის ღრუში ცივი წყალი გამოივლეთ.

დამატებითი რჩევები:
არასოდეს ჩაყლაპოთ პირის ღრუს სავლები სითხე, ის შეიძლება მავნე ნივთიერებებს შეიცავდეს.
ჯანმრთელი კბილების შესანარჩუნებლად აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ხარისხიანი კბილის პასტა და დღეში 2-3-ჯერ უნდა გაიხეხოთ კბილები.

ცხარე საკვები ხელს უწყობს ნერწყვის გამოყოფას, ნერწყვი კი ბუნებრივად ადეზინფიცირებს პირის ღრუს.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS