19 მაისი, 2017
იასამნის სპირტიანი ნაყენი - შინაური სასწრაფო დახმარება
ხალხურ მედიცინაში იასამნის სპირტიან ნაყენს ბევრი დაავადების სამკურნალოდ იყენებენ.

ნაყენის მოსამზადებლად უნდა გამოიყენოთ საავტომობილო ტრასებიდან მოშორებით, მშრალ ამინდში მოკრეფილი იასამანი. ფერს გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს.

100 გრამი ნედლი იასამნის ყვავილი (ფოთლები) მოათავსეთ ერთლიტრიან მინის ქილაში. ქილა გაავსეთ სპირტით, დაახურეთ თავზე და 10 დღით გააჩერეთ ბნელ ადგილას. შემდეგ გადაწურეთ ოთხად გაკეცილი მარლის მეშვეობით.

ნაყენს აქვს ტკივილგამაყუჩებელი, ანთებისა და ციების საწინააღმდეგო მოქმედება. შინაურ პირობებში მისი გამოყენება ძალიან მოსახერხებელია. იტკინე რამე? წაისვი ნაყენი და ყველაფერი გაივლის. გახველებთ? მიიღეთ
იასამნის სპირტხსნარი.

იასამნის სპირტიანი ნაყენის გარეგანი გამოყენება ბავშვებისთვისაც კი შეიძლება, მაგრამ შინაგანად მისი მიღება ყვეალსთვის რეკომენდებული არ არის.

მისი გამოყენება არ შეიძლება, თუ აღინიშნება:

მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივი შეფერხება.
გაუვალობა.
კუჭის მძიმე დაავადებები.
გლომერულონეფრიტი.

იასამნის სპირტიანი ნაყენი შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი დაავადებებისას:

თირკმლების დაავადებები
100 გრამ იასამნის ფოთოლს დაასხით 2 ლიტრი სპირტი. შემდეგ კი ყველაფერი ზემოაღნიშნული რეცეპტის მიხედვით გააკეთეთ.
მიიღეთ 20 წვეთი (შეგიძლიათ ჩაიში დაამატოთ, შეგიძლიათ ცალკე დალიოთ) დღეში სამჯერ ჭამის წინ.

მაღალი სიცხე, ციებ-ცხელება, მალარია
100 გრამი იასამნის ფოთოლი გარეცხეთ, მოათავსეთ ერთლიტრიან მინის ქილაში, დაუმატეთ 2 გრამი ნედლი ავშანი (აბზინდა, полын), 1 გრამი ევკალიპტის ზეთი და დაასხით 1 ლიტრი არაყი. დაახურეთ თავზე და 20 დღის განმავლობაში ბნელ ადგილას გააჩერეთ.

მაღალი ტემპერატურის დროს დალიეთ 50 გრამი ჭამის წინ. თუ ერთ მიღებას შედეგი არ მოჰყვა, მიიღეთ სამჯერ დღის განმავლობაში.

ნატკენი, ჭრილობა, ტრავმა, სირსველი
1 ჭიქა ნედლი იასამნის ყვავილი მოათავსეთ მინის ქილაში, დაასხით 500 მილილიტრი არაყი, დაახურეთ თავზე და ორი კვირის განმავლობაში შეინახეთ ბნელ ადგილას.

ნაყენში დასველებული საფენები დაიდეთ საჭირო მონაკვეთზე. საფენები გამოცვალეთ დღეში ხუთჯერ.

იასამნის სპირტიანი ნაყენი შეგიძლიათ საფენებისა და დასაზელი საშუალების სახით გამოიყენოთ წელის ტკივილის, რევმატიზმის, ოსტეოქონდროზის, ართრიტის, ართროზის, პოდაგრის დროს.

ხველების დროს კი 30 მილილიტრი ნაყენი გახსენით ცხელ ჩაიში და დალიეთ ძილის წინ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS