რეიტინგული ფოტო
 
შეინარჩუნეთ მხედველობა - მიირთვით ეს პროდუქტი
შეინარჩუნეთ მხედველობა - მიირთვით ეს პროდუქტი
19 მაისი, 2017
კარგი მხედველობის შესანარჩუნებლად აუცილებელია თქვენს რაციონში რაც შეიძლება ხშირად იყოს:

ისპანახი, მწვანილი, კომბოსტო, სხვა მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული: ისინი შეიცავენ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობს კარგი მხედველობის შენარჩუნებას.

თევზი და სხვა ომეგა-3-ით მდიდარი პროდუქტი: ცნობილია, რომ თევზი სასარგებლოა გულისა და მხედველობისთვის. თევზში აღმოჩენილია ნივთიერებები, რომლებიც აუცილებელია თვალის ბადურის განვითარებისა და ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

სტაფილო, წითელი ბულგარული წიწაკა, ნუში და მზესუმზირა: ეს პროდუქტი დიდი რაოდენობით შეიცავს ბეტაკაროტინს და С და Е ვიტამინებს, რომლებიც 20-25%-ით ანელებს ან აჩერებს ასაკობრივ მაკულარულ დეგრადაციას.

ხამანწკები, კიბორჩხალა, საქონლის ხორცი, თუთიით მდიდარი სხვა პროდუქტი: თითია მნიშვნელოვანი მინერალია, რომელსაც ხორცი და ზღვის პროდუქტები შეცავს. A ვიტამინთან ერთად თუთია თვალის ბადურას აუცილებელი საკვებით უზრუნველყოფს და იცავს მემბრანას.

მენიუდან უნდა გამორიცხოთ: ალკოჰოლი, ცხიმიანი ხორცი, მზესუმზირის ზეთი და ნაჯერი ცხიმების შემცველი სხვა პროდუქტი, რომლებიც ააქტიურებენ თავისუფალი რადიკალების მოქმედებას და აფერხებენ ანტიოქსიდანტების მუშაობას.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.