რეიტინგული ფოტო
 
თუ თვალები გეცრემლებათ, მცენარეული ნაყენი დაგეხმარებათ
თუ თვალები გეცრემლებათ, მცენარეული ნაყენი დაგეხმარებათ
18 მაისი, 2017
ცრემლდენა თვალებიდან საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, თუმცა ბევრი მას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს. არადა, ის შეიძლება სხვადასხვა დაავადებაზე მეტყველებდეს.

მიზეზს ექიმი დაადგენს, თქვენ კი ცრემლდენის სამკურნალოდ შეგიძლიათ ბუნებრივი საშუალებებიც მოიშველიოთ.

1 სადილის კოვზ კალენდულას (გულყვითელა) ან გვირილას დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ ნახევარი საათის განმავლობაში. გააგრილეთ კომფორტულ ტემპერატურამდე, დაასველეთ მასში ბამბის ტამპონები და დაიდეთ თვალებზე. გაიჩერეთ 15 წუთით.

შეგიძლიათ, აგრეთვე, თვალები რეგულარულად ამოიბანოთ სამყურას ნაყენით.

ანთებით პროცესს კარგად აქრობს ალოეს ან კალანჰოეს წვენი: ჩაიწვეთეთ თითო წვეთი გაუზავებლად.

კარგია, აგრეთვე, ჩაის ნაყენიც. ის აუმჯობესებს ცრემლსადენი გზების გამავლობას და ხსნის გაღიზიანებას.

სამკურნალო ბალახების ნაყენებისა და ნახარშების თბილი კომპრესების რეგულარული გამოყენება აფართოებს ცრემლის სადინარებს და წმენდს ჩირქოვან გამონადენს.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.