20 აპრილი, 2017
სწორი ვახშამი - მოიშორეთ ზედმეტი წონა საიმედოდ
სასურველი წონის მისაღწევად ბევრი შიმშილსაც არ ერიდება. ხშირად მტანჯველი დიეტების შემდეგ წონა კვლავ სწრაფად იმატებს.

ასე რომ არ მოხდეს, უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:

1. სწორი დიეტური ვახშამი ცივი უნდა იყოს. უპირატესობა მიანიჭეთ მსუბუქ სალათებს, მოთუშულ ბოსტნეულს, მოხარშულ თევზს ან ორთქლზე მოხარშულ ქათმის მკერდს.

2. საღამოს უარი თქვით ხილზე.
ხილის ჭამა რეკომენდებულია დილით და დღისით. ხილიდან უმჯობესია შეარჩიოთ ბანანი, ვაშლი, ფორთოხალი. მათში უხვადაა საკვები ნივთიერებები, რომლებიც მთელი დღით უნარჩუნებენ ტონუსს ორგანიზმს.

3. სპაგეტი - საუკეთესო არჩევანია ვახშმისთვის. მთავარია მსუყე
სოუსი არ შეურჩიოთ. უმჯობესი იქნება, თუ ტომატის სოუსებს შეურჩევთ.

4. თუ საღამოს ცხრა საათზე იძინებთ, სასურველია საღამოს ექვი საათის შემდეგ არ ჭამოთ. თუ ძალიან გვიან იძინებთ, მთელი საღამო მშიერი ჯდომა საჭირო არ არის. მთავარია, ბოლო საკვები მიიღოთ დაძინებამდე სამი საათით ადრე.

სოფიო ბულაური
ბეჭდვა