რეიტინგული ფოტო
 
შემოიხვიეთ კომბოსტო ფეხზე - რა შეუძლია უბრალო ბოსტნეულს
შემოიხვიეთ კომბოსტო ფეხზე - რა შეუძლია უბრალო ბოსტნეულს
20 აპრილი, 2017
კომბოსტოს ფოთლებს საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ შეშუპების, წყლულებისა და იოგების დაჭიმულობის სამკურნალოდ.
კომბოსტოს ანთების საწინააღმდეგო თვისებას იყენებენ, აგრეთვე, ართრიტითა და სპორტული ტრავმებით გამოწვეული ტკივილის სამკურნალოდ.

კომბოსტო შველის:

პოდაგრას
ბევრი ირწმუნება, რომ ეს უბრალო ბოსტნეული ამცირებს, ხშირად მთლიანად ხსნის ტკივილებს პოდაგრის დროს.
ამისთვის რამდენიმე კომბოსტოს ფურცელი მოათავსეთ პოლიეთილენის პარკში და საყინულეში შეინახეთ.
როცა პოდაგრა გამწვავდება, კომბოსტოს ფურცელი პრობლემურ მონაკვეთზე დაიდეთ და პირსახოცი შემოიხვიეთ.
კომბოსტოში შემავალი ქიმიური ნივთიერებები აღწევს კანში და დამშლელად მოქმედებს კრისტალურ დანალექზე, ყინული კი ამშვიდებს ანთებით მონაკვეთს.

ტკივილს
შესივებული და მტკივნეული სახსრებისთვის ყველაზე კარგია სავოის კომბოსტო. კომბოსტოს ფურცელს ჩამოათალეთ მაგარი ნაწილი, დაბეგვეთ ისე, რომ წვენი გამოუვიდეს, დაიფინეთ შევსივებულ და მტკივან სახსარზე და მარლით შეიხვიეთ.

შესივებას
გამოიღეთ საყინულიდან კომბოსტოს ფურცელი, ოდნავ შეალღვეთ, იმდენად, რომ შესივებულ ფეხზე შემოიხვიოთ. ფეხი მაღალზე შემოდგით და იჯექით ამ მდგომარეობაში 30 წუთის განმავლობაში. კომბოსტო ამოქაჩავს ზედმეტ სითხეს და დააცხრობს შესივებას.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.