28 მარტი, 2017
ნიახური და ლიმონი - გაუმკლავდით დიაბეტს ბუნებრივი საშუალებით
შეგიძლიათ დამოუკიდებლად მოამზადოთ დიაბეტის სამკურნალო საშუალება, თანაც ბუნებრივი ინგრედიენტების გამოყენებით.

ამისთვის დაგჭირდებათ მხოლოდ:
300 გრამი ნიახური.
6 ლიმონი.

მომზადების წესი:
ნიახური კარგად გარეცხეთ, დასრისეთ და პატარა ქვაბში მოათავსეთ, დაუმატეთ 6 ლიმონის წვენი, დაახურეთ თავზე, ქვაბი მოათავსეთ უფრო დიდ წყლიან ქვაბში, შემოდგით ცეცხლზე. როცა წამოდუღდება, ცეცხლს დაუწიეთ და 2 საათის განმავლობაში ადუღეთ. შემდეგ გადმოდგით და გააჩერეთ, ვიდრე გაგრილდება.

მიღებულ მასას მოურიეთ, ჩაასხით ქილაში და თავზე მჭიდროდ დაახურეთ.
შეინახეთ მაცივარში.

გამოყენების წესი:
მიიღეთ 1 სადილის კოვზი ყოველ
დილით უზმოზე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

აღნიშნული ინგრედიენტებით მომზადებული წამლის რაოდენობა 2 თვეს უნდა გეყოთ. ამ დროის განმავლობაში დარწმუნდებით, რომ შაქრის დონე სისხლში თანდათან ნორმალიზდება.

სოფიო ბულაური
ბეჭდვა