27 მარტი, 2017
მოიშორეთ ასაკობრივი ლაქები - რა შეუძლია ხახვსა და ძმარს
ასოკობრივი და მუქი ლაქები კანზე ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ დისკომფორტის შექმნა ნამდვილად შეუძლია.

ყველაზე ხშირად ლაქები ჩნდება სახეზე, ხელებსა და მხრებზე, ფეხებზე და წლებთან ერთად მათი რაოდენობა იზრდება.
შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომელიც მხოლოდ ორი ინგრედიენტისგან, ხახვისა და ძმრისგან შედგება და მათი დახმარებით ადვილად დაიბრუნებთ კანის ჯანმრთელ ფერს.

მომზადების წესი:
ხახვი კუბიკებად დაჭერით და ბლენდერის მეშვეობით კარგად დააქუცმაცეთ. მიღებულ მასას დაუმატეთ იმდენი ძმარი, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.

გამოყენების წესი:
დაასველეთ ბამბის ტამპონი მიღებულ მასაში და წაისვით
მუქ ლაქებზე. გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველდღე ერთი თვის განმავლობაში.

პირველ ეფექტს შვიდი დღის შემდეგ შეამჩნევთ. ლაქები თანდათან გაუფერულდება.

სოფიო ბულაური
ბეჭდვა