24 თებერვალი, 2017
როგორ ვუმკურნალოთ გამონაყარს – დაეხმარეთ მოზარდებს, დაიცავით კომპლექსებისგან
გამონაყართან დაკავშირებულ პრობლემებს ყველაზე ხშირად მოზარდები განიცდიან, თან განსაკუთრებით მტკივნეულად. ზოგს კომპლექსიც კი უვითარდება ამის ნიადაგზე. ამიტომ მათ აუცილებლად სჭირდებათ დახმარება.

გამონაყარი ნებისმიერ ასაკში არასასიამოვნოა. ამ უსიამოვნო მოვლენას სახვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. დასახმარებლად, რა თქმა უნდა, დერმატოლოგს უნდა მიმართოთ, თუმცა მანამდე შეგიძლიათ სპეციალისტის რჩევები გაითვალისწინოთ.

თუ მოზარდს საშუალო ინტენსივობის გამონაყარი აქვს, სასურველია, მიმართოთ დერმატოლოგ-კოსმეტოლოგს, რომელიც დაადგენს, რამდენად სერიოზულია პრობლემა და საჭიროა თუ არა მედიკამენტოზური მკურნალობა.

ასევე მნიშვნელოვანია კანის სწორი მოვლა. მოზარდებს, როგორც წესი, ცხიმიანი და
ფორებიანი კანი აქვთ. ეს ძირითადად იმით არის გამოწვეული, რომ ქალაქის წყალი ძლიერ დაქლორილია, რაც დაბანის შემდეგ კანს არაჯანსაღ იერს აძლევს.

საღამოს წყლით დაბანა არ არის რეკომენდებული. კანიდან მტვრისა და ჭუჭყის მოცილება სპეციალური ლოსიონებით ჯობს. დილით სასარგებლოა დაბანა ოდნავ მჟავე წყლით, რადგან მიკრობები მჟავე არეში უფრო იღუპებიან. 1 ლიტრი ადუღებული წყალი მთელი ღამე მოათავსეთ მაცივარში, დილით ჩაწურეთ ნახევარი ლიმონი ან ჩაასხით 1-2 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი (ოღონდ არა ძმრის ესენცია).

ცხიმიანი, ფორებიანი კანი აუცილებლად ითხოვს გაწმენდას. ამისთვის შეგიძლიათ კოსმეტიკურ სალონებს მიმართოთ. თუმცა სახის გაწმენდა სახლის პირობებშიც შეიძლება. კვირაში 1-2-ჯერ შხაპის მიღების წინ სახე დაიორთქლეთ. შემდეგ გაიწმინდეთ 1/2 ჩაის კოვზი სოდისა და 1 ჩ.კ. ზღვის მარილის ნაზავით. ამის შემდგე საჭიროა გაფართოებული ფორების შევიწროება. ამისთვის აურიეთ ერთმანეთში 2 ჩ.კ. ადუღებული წყალი, 1 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი, ოდეკოლონი და სახე ამ ხსნარით გაიწმინდეთ.

სოფიო ბულაური 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS