22 თებერვალი, 2017
რატომ არის კოჭა ქალებისთვის სასარგებლო - 3 უნიკალური დანიშნულება
ბევრისთვისაა ცნობილი, რომ კოჭა ძალიან სასარგებლოა იმუნური სისტემისთვის, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მას ქალის სილამაზისთვის აუცილებელი დანიშნულებაც აქვს.

კოჭას ფესვი მდიდარია A, C, B1, B2 ვიტამინებით, ამინომჟავებით, მიკროელემენტებითა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით.

1. ზედმეტი კილოგრამების საწინააღმდეგო საშუალება

კოჭა აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს ორგანიზმში და კარგად გამოდევნის ტოქსინებს. კოჭათი მომზადებული ცხელი სასმელი დალიეთ ჭამამდე ნახევარი საათით და გახდომაში დაგეხმარებათ, აფერხებს დაბერების პროცესს
და შეგიმსუბუქებთ მენტსრუალურ ტკივილებს.

2. კანისთვის

კოჭას ეთერზეთი ასტიმულირებს სისხლის მოძრაობას, აუმჯობესებს სახის კანის ფერს და ტონუსში მოჰყავს, მოგაშორებთ ცხიმიანობას. თქვენი სახის კრემს ან ნიღაბს დაუმატეთ 2 წვეთი კოჭას ეთერზეთი - ჭიმავს და აახალგაზრდავებს კანს.

3. თმისთვის

კოჭას ფესვში შემცველი სასარგებლო ნივთიერებები კვებავს თმის ძირებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ზრდის პროცესსა და სტრუქტურას. წვრილად დახეხილი ფესვიდან გამოწურეთ ცოტაოდენი წვენი ან თმის ნიღაბს დაუმატეთ 3 წვეთი კოჭას ზეთი - მოგიხსნით ისეთ პრობლემებს, როგორიცაა თავის კანის ზედმეტი ცხიმიანობა, ქერტლი, თმის ცვენა. უკუჩვენება - თავის კანის მგრძნობელობის მომატება.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS