20 თებერვალი, 2017
უძილობა – მარტივი რეცეპტები მშვიდი ძილისთვის
აიღეთ თანაბარი რაოდენობით თავშავა და მელისა. 1 ს.კ. ნარევს 1 ჭიქა ადუღებული წყალი დაუმატეთ, 30 წუთი დადგით, გადაწურეთ და დაწოლამდე 1 საათით ადრე დალიეთ.

1 ს.კ. ჟასმინის ყვავილებსა და 2 ს.კ. ლავანდის ფოთლებს 1 ლიტრი ადუღებულ წყალი დაასხით, 30 წუთი დადგით, შემდეგ გაწურეთ. ეს ნაყენი აბაზანაში ჩაასხით და 15 წუთით შიგ ჩაწექით ძილის წინ. საფეთქლებზე ლავანდის ზეთი წაისვით.

ნებისმიერი დამამშვიდებელი მცენარის (თავშავა, გვირილა, ღვია) 1-2 წვეთი ეთერზეთი ძილის წინ აბაზანაში ჩააწვეთეთ, ან სანთლის ფითილზე, ან
ნათურაზე დააწვეთეთ და დამამშვიდებელი არომატი 5-10 წუთის განმავლობაში შეისუნთქეთ.

სოფიო ბულაური 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS