18 თებერვალი, 2017
პიტნა ანთების საწინააღმდეგოდ - შეინარჩუნეთ ჯანმრთელი კანი
თუ სახეზე მუწუკი გამოგივიდათ, შეგიძლიათ თავად მოამზადოთ ანთების საწინააღმდეგო საშუალება:

პიტნის ფოთლები დააბლენდერეთ, შეურიეთ ცოტაოდენი ვარდის წყალი. წაისვით დაზიანებულ მონაკვეთზე და 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. მენთოლი შეამცირებს სიწითლესა და ანთებას.

სპეციალისტის კომენტარი
: პიტნას ტკივილგამაყუჩებელი და ანთებსაწინააღმდეგო მოქმედება აქვს. ზემოაღნიშნული ნიღაბი მხოლოდ ლოკალურად, უშუალოდ მუწუკზე უნდა წაისვათ. თუმცა სწრაფ ეფექტს არ უნდა ელოდოთ. თუ ალერგიული რეაქცია არ გაქვთ, ანთების ჩაცხრობას 3-4 დღე დაგჭირდებათ. უფრო მეტიც, ეს ნიღაბი გამოგადგებათ მხოლოდ ცალკეული გამონაყარის შემთხვევაში, თუ ენდოკრინოლოგიური დარღვევები არ
აღინიშნება.

თუ მუწუკები მთელ სახეზე გაქვთ გამოყრილი აუცილებლად მიმართეთ ექიმს და გამოიკვლიეთ მიზეზები, შესაძლოა, კომპლექსური მკურნალობა დაგჭირდეთ.

სოფიო ბულაური
ბეჭდვა