17 თებერვალი, 2017
კბილებზე ნადები რომ არ გაგიჩნდეთ - ეს მარტივი რეცეპტი ბევრ უსიამოვნებას აგაცილებთ
კბილებზე ნადების გაჩენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი პირის ღრუს ცუდი ჰიგიენაა. სტომატოლოგიური პროცედურა ამ მიმართულებით ძვირი სიამოვნებაა. თუმცა არსებობს ბუნებრივი ინგრედიენტები, რომელთა დახმარებითაც შეიძლება დამოუკიდებლად მოიგვაროთ ეს პრობლემა.

ლიმონის წვენი

ლიმონის წვენს მათეთრებელი თვისება აქვს. მას შეუძლია კბილებიდან ნადების მოშორება. მიუხედავად ამისა, ამ მეთოდის ხშირად გამოყენება რეკომენდებული არ არის. ლიმონში არსებულმა მჟავებმა შეიძლება კბილის მინანქარი დააზიანოს.

ლიმონის წვენის დახმარებით კბილებიდან ნადების მოსაშორებლად:
აურიეთ ერთმანეთში ნახევარი ჭიქა ლიმონის წვენი და ამდენივე თბილი წყალი და ხუთი წუთის განმავლობაში
გამოივლეთ პირის ღრუში.

მარწყვი

მარწყვი შეიცავს სპეციალურ ნივთიერებებს, რომლებიც ადვილად აშორებს კბილის ნადებს. ამისთვის საკმარისია გაჭრილი მარწყვი შვიდი წუთის განმავლობაში წაისვათ კბილებზე.

ოხრახუში

ოხრახუშის ფოთლები დააქუცმაცეთ და წაისვით კბილებზე, გაიჩერეთ ხუთი წუთის განმავლობაში შემდეგ თბილი წყალი გამოივლეთ. პროცედურა გაიმეორეთ ყოველდღე და ნადებს მალე მოიშორებთ.

კბილებზე ნადები რომ არ გაგიჩნდეთ

ამ რეცეპტის გამოყენება ძალიან ადვილია.

ინგრედიენტები:

2 ჩაის კოვზი გაზიანი წყალი.

2 ჩაის კოვზი საკვები სოდა.

1 ჩაის კოვზი კბილების პასტა.

1 სადილის კოვზი წყალი.

გამოყენების წესი:

ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ ერთმანეთში პასტისმაგვარ კონსისტენციამდე. მიღებული მასით ყოველდღე გაიხეხეთ კბილები ოთხი წუთის განმავლობაში.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS