17 თებერვალი, 2017
კარდამონი დაიცავს თქვენს კანს და ჯანმრთელობას - მხოლოდ ერთი კოვზი ფინჯან ყავაში
კარდამონი ცნობილია თავისი გემოვნური თვისებებით. კარდამონიანი ფინჯანი ყავის ცდუნებას ყველაზე გამოცდილი გურმანებიც კი ვერ უძლებენ, არა მარტო გემოს, არამედ მისი სასიკეთო თვისებების გამო.

აღმოჩნდა, რომ თუ დილის ტრადიციულ ფინჯან ყავაში ერთ კოვზ კარდამონს დაუმატებთ, შეძლებთ თირკმლების განკურნებას და საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას.

ძველ ინდოეთსა და ჩინეთში მიაჩნდათ, რომ კარდამონს თითქმის ყველა დაავადების განკურნება შეუძლია.
კარდამონს დღესაც უამრავი დაავადების სამკურნალოდ იყენებენ.

ასუფთავებს ორგანიზმს
კარდამონს იყენებენ თირკმლებსა და შარდის ბუშტთან დაკავშირებული დაავადებების მკურნალობასა და პროფილაქტიკისთვის.
მისი რეგულარული გამოყენება აქვეითებს სისხლის წნევას და თირკმლებიდან ზედმეტ კალციუმს გამოდევნის.

აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს
კარდამონიანი ყავა აუნჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს. საქმე ის არის, რომ კარდამონი ეხმარება ნაღვლის ნაკადს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საჭმლის მონელების პროცესში. შველის, აგრეთვე, მუცლის შებერილობასა და მეტეორიზმს.

შველის ანემიას
კარდამონში შემავალი რკინა, მანგანუმი და სხვა სასარგებლო ნივთიერებები საუკეთესო დამხმარეა ანემიის დროს. ის ამაღლებს წითელი სისხლუჯრედების დონეს. ასევე, უჯრედების მეტაბოლიზმს.

გამოიყენება როგორც ანტისეპტიკი
ინდოეთში მრავალი წლის განმავლობაში იყენებდნენ კარდამონს პირის ღრუს ანთებითი პროცესების სამკურნალოდ.
ამ სანელებლის ერთი-ორი მარცვალი დაგეხმარებათ სასიამოვნო სუნთქვის შენარჩუნებაში.

აძლიერებს იმუნიტეტს
კარდამონში შემავალი ნივთიერებები აძლიერებს იმუნიტეტს. ეს სანელებელი, დაგიცავთ უძილობისა და დეპრესიისგან. კარდამონი ამაღლებს ორგანიზმის საერთო ტონუსს.

იცავს კანს
ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობის წყალობით კარდამონიანი ყავა, ჩაი ან უბრალოდ, თბილი წყალი კანს უნარჩუნებს ტონუსს და იცავს ნაადრევი დაბერებისგან.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS