16 თებერვალი, 2017
დაიბანეთ პირი ამით ყოველ დილით - გაიხანგრძლივეთ ახალგაზრდობა
თუ ყოველ დილით სახეს ამ შინაური საშუალებით დაიბანთ, ძვირად ღირებული კოსმეტიკა აღარ დაგჭირდებათ. თქვენი სახის კანი ჯანსაღ იერსა და ხავერდოვნებას დაიბრუნებს.

ნაოჭები ნაკლებად შესამჩნევი გახდება. სისუფთავე ახალგაზრდული კანის მთავარი შემადგენელი ნაწილია.

სახის გასუფთავებაში ჩვეულებრივი კეფირი დაგეხმარებათ. ის ნებისმიერი ტიპის სახის კანისთვის გამოგადგებათ.

სახის კანის გასასუფთავებლად საკმარისია დაასველოთ მასში ბამბის ტამპონი და სახე გულდასმით გაიწმინდოთ.

ცხიმიანი კანისთვის უმჯობესი იქნება, თუ კეფირს ერთი-ორი დღით თბილ ადგილას გააჩერებთ. რადგან ცხიმიან კანს კეფირი უფრო უხდება. ამ ტიპის კანზე დადებითად
მოქმედებს შრატით დაბანაც.

კანის გასაწმენდად და მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად შეიძლება მოამზადოთ შემდეგი ნაზავი:

დააქუცმაცეთ ბრინჯის, შვრიის ან ფეტვის ბურღული. ერთ სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ბურღულს დაასხით იმდენი კეფირი, რომ ფაფისებური მასა მიიღოთ. მიღებული მასა მასაჟისებური მოძრაობებით წაისვით სახეზე და ყელზე და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მზია
მარტალია.სიმინდის ფკვილიტ და მჟავე მაწონითაც კარგია
23:14 / 10-01-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS