16 თებერვალი, 2017
შავი ბოლოკი - კურნავს ნებისმიერი ლოკალიზაციის ავთვისებიან წარმონაქმნს - ხალხური მედიცინის საოცრება
შავი ბოლოკი ძვირფასი საკვები და სამკურნალო პროდუქტია, მას ძლიერი და მრავალმხრივი სამკურნალო თვისებები აქვს.
შავი ბოლოკის სიკეთეზე ჯერ კიდევ ჰიპოკრატე ლაპარაკობდა. მას ძველი ბერძნები საკვებად და სამკურნალოდ იყენებდნენ, მცენარის თესლისგან კი ზეთს ხდიდნენ.

როგორ გამოვიყენოთ შავი ბოლოკი?

შაქრიანი დიაბეტი
- 2 სადილის კოვზი შავი ბოლოკის წვენი 3-ჯერ დღეში.

კენჭები თირკმლებსა და ნაღვლის ბუშტში
- 30 გრამი შავი ბოლოკის წვენი უზმოზე.

ჭიები - 1-2 სადილის კოვზი შავი ბოლოკის წვენი უზმოზე.

წყალმანკი - 2 სადილის კოვზი 3-ჯერ
დღეში.

მეტეორიზმი, კენჭები თირკმლებსა და ნაღვლის ბუშტში, ნევრალგია, სისხლნაკლულობა, ყივანახველა
- 1 სადილის კოვზი შავი ბოლოკის წვენი შეირიეთ ამდენივე ნატურალურ თაფლს და მიიღეთ თითო სადილის კოვზი 3-4-ჯერ დღეში.

ლაქტაციის გაძლიერება მეძუძურ დედებში
- 1-2 გრამი დაქუცმაცებული შავი ბოლოკის თესლი 3-ჯერ დღეში.

სისხლნაკლებობის დროს - ბოლოკის, სტაფილოსა და ჭარხლის წვენი პროპორციით 1:1:1 - ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. მიიღეთ 1 სადილის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამამდე 20 წუთით ადრე, 3 თვის განმავლობაში.

ნაღვლისა და კუჭის წვენის სეკრეციის სტიმულაცია - 1 სადილის კოვზი შავი ბოლოკის წვენი ყოველი ჭამის წინ 15 წუთით ადრე.

არითმია - შავი ბოლოკისა და თაფლის ნაზავი პროპორციით 1:1 - თითო სადილის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამამდე.

ცისტიტი - შავი ბოლოკისა და თაფლის ნაზავი პროპორციით 1:1 - თითო სადილის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში.

ნებისმიერი ლოკალიზაციის ავთვისებიანი წარმონაქმნი - 1 კილოგრამი ბოლოკი წვრილად დაჭერით, დაასხით 1 ლიტრი არაყი. დადგით ბნელ ადგილას და გააჩერეთ ორი კვირის განმავლობაში. ყოველდღე შეანჯღრიეთ. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 50 მილიგრამი 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ დაავადებებისა, რომელთა განკურნებაც შავ ბოლოკს შეუძლია.

გაითვალისწინეთ, ბოლოკი ეფექტური და ძლიერმოქმედი საშუალებაა, ამიტომ მას უკუჩვენებაც აქვს.

მწვავე გასტრიტები, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, პანკრეატიტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ტოქსიკური ჩიყვი, ორსულობა, ქრონიკული ფილტვებისა გულის უკმარისობა - ამ დაავადებების ფონზე ბოლოკის წვენის სამკურნალოდ გამოყენება დაუშვებელია.

სოფიო ბულაური 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS