10 თებერვალი, 2017
მან 105 წლამდე იცოცხლა და ფიქრობს, რომ ეს ყველას შეუძლია - საჭიროა მხოლოდ 2 წამალი
სინგაპურში უნიკალური ქალი, სახელად ჩენ ჩჟენი ცხოვრობს. ის უკვე მარტოხელაა და 105 წლისაა.

ჩენის ქმარი რამდენიმე წლის წინ 100 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ წყვილმა ქორწინებაში მრავალი ბედნიერი წლები გაატარა, ქალის 70 წლის შვილი ამბობს, რომ დედამისი ყოველთვის დამოუკიდებელი იყო. მიუხედავად 7 შვილისა, სახლის საქმეებს დამოუკიდებლად აკეთებდა, მუშაობდა, გაზარდა ჭკვიანი და წარმატებული შვილები.

მას დღემდე შენარჩუნებული აქვს გამჭრიახი გონება და მისი ასაკისთვის დამახასიათებელი არცერთი დაავადება არ აწუხებს.
ჩენ ჩჟენის თქმით ამ სასწაულის მიღწევა ნებისმიერ
ადამიანს შეუძლია, მთავარი 2 მარტივი წესია:

საიდუმლო 1: კიბეზე ყოველთვის ფეხით იარეთ

ჩენ ჩჟენს ლიფტით არასდროს უსარგებლია და კიბეზე ფეხით ადის. 30 წლის წინ, როცა ის 75 წლის იყო, საცხოვრებლად მესამედან მეშვიდე სართულზე შეგნებულად გადავიდა.

სახლს ლიფტი აქვს, მაგრამ ქალი მიიჩნევს, რომ ჯანმრთელობისთვის ფეხით ბევრი სიარულია აუცილებელი და დღემდე ასე აკეთებს.

საიდუმლო 2: ნიორი - ჯანმრთელობის ელექსირი

2 წლის წინ ჩენმა სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტარა. ექიმებმა მის სხეულში ვერანაირი პათოლოგია ვერ აღმოაჩინეს.

ქალი ამბობს, რომ დაავადებებისგან აბსოლუტური თავისუფლება - დღეში 2 კბილი ნივრის დამსახურებაა. მოხუცი მთელი ცხოვრების მანძილზე ნიორს ჭამს, უყვარს როგორც უმი, ისე მოხარშული და შემწვარი. ნიორს ჭამს მთელი წლის განმავლობაში, შედეგად არასდროს ჰქონია რაიმე სახის ინფექციური დაავადება.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
Cira
Ar mgonia rom marto 2 kbili niori shvelodes!!!!
23:58 / 06-02-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS