10 თებერვალი, 2017
იოდის ბადე - კურნავს ოცამდე დაავადებას
იოდის ბადეს შეუძლია მნიშვნელოვნად შეამსუბუქოს ჯანმრთელობის მდგომარეობა. მისი დახმარებით შეიძლება:

დაადგინოთ განიცდით თუ არა იოდის დეფიციტს.

თავი დააღწიოთ ხველებას, სურდოსა და გაციებას.

დააჩქაროთ ნატკენების მოშუშება.

რა თქმა უნდა, ეს იმ პრობლემების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომელთა მოგვარებაც იოდის ბადით შეგიძლიათ.

როგორ კეთდება იოდის ბადე

ბამბის ჩხირი დაასველეთ 5-%-იან იოდხსნარში და სხეულზე ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზებით ბადე დაიხატეთ.

ბადის უჯრედების სიდიდე უნდა იყოს 1 სანტიმეტრი ერთ სანტიმეტრზე.

იოდი აღწევს კანსა და სისხლძარღვებში და მომაკვდინებლად მოქმედებს დაავადების გამომწვევ
მიკროორგანიზმებზე.

თითოეული უჯრედი გამოაცალკევებს ბაქტერიების გარკვეულ ჯგუფს, თავის შიგნით მოიქცევს და ანადგურებს.

იოდი განსაკუთრებით ეფექტურად უმკლავდება იმ ბაქტერიებს, რომლებიც ორგანიზმში კანის ფორებიდან აღწევენ.

იოდის უკმარისობის დროს

სტატისტიკის მიხედვით, დედამიწის მოსახლეობის მეოთხედზე მეტს იოდის უკმარისობა აწუხებს, რაც ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების მიზეზი ხდება. ორსულებში კი იოდის უკმარისობა შეიძლება ბავშვის ფიზიკურად და გონებრივად ჩამორჩენის მიზეზი გახდეს.

იმის გასარკვევად გაკლიათ თუ არა იოდი ორგანიზმში საკმარისია იოდის ბადე გაიკეთოთ, უმჯობესია ამისთვის თეძოს შიდა მხარე შეარჩიოთ. თუ სამი საათის შემდეგ იოდისგან კვალიც არ დარჩა, ესე იგი იოდდეფიციტს განიცდით, ამიტომ კონსულტაციისთვის აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

თუ ორგანიზმს იოდის შესაწოვად 6-8 საათი დასჭირდა, ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმს იოდი არ ჰყოფნის, მაგრამ მისი შევსება საკვები პროდუქტებისგან შეიძლება. ამისთვის საკმარისია რაციონში რაც შეიძლება ხშირად ჩართოთ ზღვის თევზი, ზღვის კომბოსტო და იოდით მდიდარი სხვა პროდუქტები.

თუ იოდის დეფიციტს არ განიცდით, იოდის კვალი მხოლოდ ერთი დღის შემდეგ გაქრება.

გაციების დროს

იოდის ბადეს შეუძლია სწრაფად გაგათავისუფლოთ სურდოსგან. ამ შემთხვევაში ძალიან თხლად და ფაქიზად წაისვით ცხვირის ფრთებზე. გაითვალისწინეთ, სახესა და ყელზე კანი ძალიან თხელია და შეიძლება იოდით დაიწვათ, ამიტომ ფრთხილად იმოქმედეთ.

გაციებისას იოდის ბადე გაიკეთეთ ფეხის ქუსლებზე.

დაშავების დროს

თუ დაშავდით, იოდის ბადე დაგეხმარებათ რაც შეიძლება სწრაფად დააღწიოთ თავი სილურჯეებსა და დაბეჟილობას. თუმცა გაითვალისწინეთ, იოდის ბადე მაშინვე არ უნდა გამოიყენოთ. მისი გაკეთება მხოლოდ ეთი დღის შემდეგაა რეკომენდებული. საქმე ისაა, რომ თვით უმნიშვნელო ტრავმის დროსაც კი ქსოვილი შუპდება და იოდმა შეიძლება, პირიქით, გამაღიზიანებლად იმოქმედოს და ხელი შეუშალოს მის გაწოვას.

უმჯობესია ნატკენზე ჯერ ცივი დაიდოთ, მაგალითად, ნაჭერში გახვეული ყინული და მხოლოდ შემდეგ დღეებში მიმართოთ იოდით მკურნალობას.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS