09 თებერვალი, 2017
კეფირისა და ჭარხლის დიეტა - მინუს 7 კგ
კეფირი და ჭარხალი - ყველაზე ხელმისაწვდომი პროდუქტებია, რომლის დახმარებითაც ზედმეტ წონას მოიშორებთ, წმენდს ორგანიზმს ზედმეტი ტოქსინებისა და შლაკებისგან.

შედეგად სულ რაღაც 3 დღეში, გაიწმენდთ ორგანიზმს და დაიკლებთ 4-7 კგ-ს.

დიეტა საკმაოდ მკაცრია, რადგან ამ 3 დღის მანძილზე მხოლოდ 1,5 კგ მოხარშული ჭარხლის, 1,5 ლ უცხიმო კეფირისა და 1,5-2 ლ-მდე წყლის მიღება მოგიწევთ.

იმისთვის, რომ ორგანიზმი არ გამოიფიტოს, აუცილებლად დალიეთ საკმარისი რაოდენობით წყალი, რადგან ტოქსინებთან ერთად სითხეც გამოდის.

პროდუქტების დასახელებული რაოდენობა შეგიძლიათ 5-6 ულუფად დაყოთ.

თუ
ეს პროდუქტები ცალ-ცალკე არ მოგწონთ, დააბლენდერეთ ჭარხალი და კეფირს შეურიეთ. ასეთი კოქტეილი უფრო მეტად მოგეწონებათ.

მეოთხე დღეს მენიუში შეგიძლიათ დაამატოთ 400 გრ მოხარშული ხორცი, თევზი ან ციტრუსი.

ეს დიეტა ყველასთვის, რა თქმა უნდა, არ გამოდგება. თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ: ღვიძლის, კუჭის ან თირკმლის მუშაობის დარღვევა, არავითარ შემთხვევაში არ მიმართოთ კეფირისა და ჭარხლის დიეტას. ამ შემთხვევაში უნდა შეარჩიოთ თქვენთვის ხელსაყრელი დიეტა.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS