08 თებერვალი, 2017
გათავისუფლდით ტოქსინებისგან - შეინარჩუნეთ ჯანმრთელი ღვიძლი და თირკმლები
ნამდვილი საოცრება ჯერ კიდევ 1831 წელს მოხდა. საფრანგეთის მედიცინის აკადემიის რამდენიმე პროფესორი არაჩვეულებრივი ეფექტის მოწმე გახდა. ერთ-ერთმა პროფესორმა ალკოლოიდების სასიკვდილო დოზა მიიღო. თვალებს არავინ უჯერებდა - პროფესორი გადარჩა. მან გამოიყენა აქტივირებული ნახშირი, რომელმაც სიცოცხლე შეუნარჩუნა.

დღეს აქტივირებულ ნახშირს სასწრაფო დახმარების სახითაც იყენებენ ტოქსიკური ნივთიერებებით მოწამვლისას. მას შეუძლია 60%-ით შეამციროს მავნე ნივთიერებების შეწოვა.

ის, ასევე, ანეიტრალებს ქიმიური ნივთიერებების ტოქსიკურ მოქმედებას, შეუძლია შეამციროს მეტეორიზმი, იყენებენ ნაბახუსევისა და ორსულებში ნაღვლის ბუშტის სამკურნალოდ.

აქტივირებული ნახშირი შთანთქავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არსებულ
მავნე ქოლესტერინს. მეცნიერული კვლევით დადასტურდა, რომ აქტივირებულ ნახშირს შეუძლია დაეხმაროს ხანდაზმულებს თირკმლების დაავადებებთან გამკლავებაში.

როგორც აღვნიშნეთ, აქტივირებული ნახშირი შთანთქავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, ღვიძლსა და თირკმლებში არსებულ ტოქსინებს.

ეს ამცირებს ტოქსიკურ დატვირთვას და უზრუნველყოფს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების ნორმალურ მუშაობას.
ასევე, ხელს უწყობს ნაღვლის გადმოდინებას, რაც აძლიერებს ორგანიზმში ტოქსინების ლიკვიდაციას.

როგორ გამოვიყენოთ აქტივირებული ნახშირი?

აქტივირებული ნახშირი შეგიძლიათ გამოიყენოთ აბების ან ფხვნილის სახით. გახსენით ერთი ჩაის კოვზი აქტივირებული ნახშირი ერთ ჭიქა წყალში. დალიეთ დღეში რამდენჯერმე.

შენიშვნა: კონსულტაციისთვის აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS