26 იანვარი, 2017
სასწაულმოქმედი ზეთი - აჩერებს თმის ცვენას და აღადგენს წარბებს
თმის ცვენას სხვადასხვა მიზეზი აქვს. ცხადია, პრობლემის მოსაგვარებლად სპეციალისტს უნდა მიმართოთ, მაგრამ ტრადიციული მეთოდით მკურნალობას შეიძლება გვერდითი მოვლენებიც ახლდეს. მკურნალობის ყველაზე უსაფრთხო გზა ხალხური რეცეპტებით, ბუნებრივი ინგრედიენტებით მკურნალობაა.

თმის ცვენის საწინააღმდეგი ერთ-ერთი ნატურალური საშუალება გახლავთ აბუსალათინის ზეთი.

აბუსალათინის ზეთი მდიდარია მინერალებით, ცხიმმჟავა ომეგა 9-ითა და Е ვიტამინით ასევე აქვს ანტიმიკრობული მოქმედება.

აბუსალათინის ზეთით შეიძლება უმკურნალოთ:

თავის ტკივილებს.

პარაზიტებს.

მზით დამწვრობას.

კანის ინფექციებს.

მუწუკებს, ფერიმჭამელებსა და კანის სხვა პრობლემებს.

კუჭ-ნაწლავის პრობლემებსა და მენსტრუალურ სპაზმებს.

ქერტლს, სოკოვან
დაავადებებს, რომლებიც თავის კანზე მოქმედებენ.

ეს არასრული სია გახლავთ იმ პრობლემებისა, რომელთა მოგვარებაშიც აბუსალათინის ზეთს შეუძლია დახმარება.
ამჯერად გთავაზობთ თმის ცვენის საწინააღმდე რეცეპტს, მომზადებული სამკურნალო საშუალება შეგიძლიათ წარბებზეც წაისვათ.

ინგრედიენტები:

39 მილილიტრი აბუსალათინის ზეთი.

15 წვეთი ნივრის ზეთი.

20 მილილიტრი პანთენოლი.

მომზადებისა და გამოყენების წესი:

ინგრედიენტები კარგად აურიეთ ერთმანეთში და მიღებული მასა შეიზილეთ თავის კანში. ასევე წაისვით წარბებსა და წამწამებზე.

შეეცადეთ პროცედურა გაიმეოროთ ყოველდღე ძილის წინ.

სოფიო ბულაური 

ბეჭდვა