20 იანვარი, 2017
წვენი, რომელიც ხვრინვისგან 7 დღეში გაგანთავისუფლებთ + დამატებითი რჩევები
ადამიანი ცხოვრების მესამედს ძილში ატარებს. რა თქმა უნდა, საქმე მხოლოდ დაკარგულ დროს არ ეხება და ძილი ჩვენს ჯანმრთელობასა და საერთო მდგომარეობაზე დიდ გავლენას ახდენს.

შეიძლება ითქვას, რომ ძილის ხარისხი ცხოვრების ხარისხს განაპირობებს.

ხვრინვას ძილის დროს ხმაურიანი სუნთქვის პერიოდი ჰქვია. თუ გყავთ პარტნიორი, ეს შესაძლოა ნამდვილ პრობლემად იქცეს.

ხვრინვასთან გამკლავების უამრავი საშუალება არსებობს, თუმცა საუკეთესო მცდელობა ნატურალური მეთოდის გამოყენებაა.

გთავაზობთ მარტივად მოსამზადებელ წვენს, რომელიც ხვრინვასთან გამკლავებაში დაეგხმარებათ:

შემადგენლობა (1 ულუფისთვის)

2 ვაშლი (ნებისმიერი სახეობის)

2 სტაფილო
¼ ლიმონი
კოჭა 2 სმ
უბრალოდ მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი წვენსაწურში.

ხვრინვასთან ბრძოლის დამატებითი რჩევები:

1. ეცადეთ რაც შეიძლება ნაკლები ალკოჰოლი მიიღოთ, რადგანაც ის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე უარყოფითად მოქმედებს.

2. თუ ეწევით, ეცადეთ თავი დაანებოთ. მოწევა ვნებს ფილტვებსა და სისხლძარღვებს, ზღუდავს ფილტვებში ჰაერის მიწოდებას და გიჭირთ სუნთქვა.

3. აკონტროლეთ წონა. სიმსუქნე ხვრინვის ერთერთი მიზეზია, რადგანაც ყელის ცხიმოვანი განლაგებები სასუნთქ გზებსა და ენას აწვება.

4. ეცადეთ, ძილის გარკვეული რეჟიმი შეიმუშაოთ. ყოველდღიურად დაწექით და ადექით ერთსა და იმავე დროს.

5. ყურადღება მიაქციეთ კვებას.

- მიირთვით ნაკლები შოკოლადი.

- ასევე შეამცირეთ შემწვარი კერძების რაოდენობა - უმჯობესია თუ მთლიანად ამოიღებთ რაციონიდან.

- ყოველდღიურად მიირთვით 5 ულუფა ხილი და ბოსტნეული.

- შეამცირეთ ქარხნული პროდუქცია.

- მიიღეთ რაც შეიძლება ნაკლები სახამებელი და შაქარი.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
დევეშე
აბა წვენი რა შუაშია, ეგ ყველაფერი თუ დაიცვა არც იხვრინებს ტრაქტორივით:):):)
20:11 / 23-01-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS