18 იანვარი, 2017
მეცნიერებმა აღმოაჩინეს სანელებელი, რომელიც სიმსივნეს გენეტიკურ დონემდე ანადგურებს
საიდუმლო არავისთვისაა, რომ სანელებლებსა და ბალახს სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებები აქვთ.

უკანასკნელი გამოკვლევის თანახმად, ამგვარი პროდუქტი აღმოჩნდა ინდური, მწარე და გრძელი წიწაკა (პიპალი).

ამ სახეობის წიწაკა შეიცავს ნივთიერებას, რომელიც სხეულში განსაკუთრებული ფერმენტის გამოყოფას აღკვეთს. ეს ფერმენტი კი განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა სიმსივნეში.

ნივთიერება აქტიურია პროსტატას, მკერდის, ფილტვების, ნაწლავის, ლიმფომის, ლეიკემიის, ტვინის სიმსივნის წინააღმდეგ. მეცნიერებმა მოლეკულური სტრუქტურის შექმნა მოახერხეს, რამაც აჩვენა როგორ ტრანსფორმირდება დასახელებული ფერმენტი სხეულში მოხვედრისას.

აღმოჩნდა, რომ ფერმენტი გარდაიქმნება აქტიურ აგენტად, რომელიც თრგუნავს GSTP1 
გენის აქტივობას. ეს გენი ჩართულია ფერმენტის წარმოებაში, რომელიც დიდი რაოდენობითაა სიმსივნეში.

მეცნიერების თქმით, თანამედროვე მედიცინის მიღწევების წყალობით შესაძლებელი გახდა ინდური კულინარიის პოპულარული წიწაკის განაკუთრებული თვისებების გამოვლენა.

ანა გარელი

ბეჭდვა