18 იანვარი, 2017
შპალერიდან ლაქების მოცილების 6 წარმოუდგენლად მარტივი ხერხი
ოჯახის რომელიმე წევრმა შემთხვევით შემოსასვლელში კედელი დასვარა, ნორჩმა მხატვარმა თავისი ნამუშევრებით გაალამაზა შპალერი, საძინებელში ლაქის წარმოშობის საიდუმლო კი ჯერაც ამოუხსნელია? ნუ დაღონდებით, ჩვენ მოგითხრობთ, როგორ მოაცილოთ ნებისმიერი ჭუჭყი შპალერიდან.

შპალერის გაწმენდა

თავიდან უნდა გაერკვიოთ შპალერის სახეობაში: ქაღალდის ან ფლიზელინის შპალერის გაწმენდა საგრძნობლად განსხვავდება ვინილის ზედაპირისგან. რულონზე, როგორც წესი, აღნიშნულია წყალთან კონტაქტის დასაშვები დონე.

განსაზღვრა კი ასე შეგიძლიათ: აირჩიეთ კედლის მცირე ნაწილი, რომელიც თვალსაჩინო არ არის, მოუსვით საპნიან წყალში ჩამბალი ღრუბელი. თუ შპალერს არაფერი მოუვიდა, განაგრძეთ
გარეცხვა.

სარეცხი საშუალებები

ეს შპალერის ჭუჭყისგან გაწმენდის ყველაზე სწრაფი ხერხია, ერთადერთი ნაკლით - რეკომენდებული არ არის ქაღალდის შპალერისთვის. ფლიზელინის ან ვინილისთვის კი - ზედგამოჭრილი. გარეცხვამდე მოუსვით ზედაპირს მშრალი ხელსახოცი, შემდეგ დაამუშავეთ სარეცხ საშუალებაში ამოვლებული ღრუბლით. რეცხვის შემდეგ კვლავ ხელსახოცი მოუსვით.

იხილეთ სრულად

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS