16 იანვარი, 2017
გაიკეთეთ ეს კვირაში ერთხელ და თქვენ არასოდეს დაბერდებით
ახალგაზრდობისა და ლამაზი კანის შესანარჩუნებლად ბევრი პლასტიკური ქირურგის დანასაც არ უშინდება. არადა, არსებობს კოსმეტიკური ნიღაბი, რომლის დახმარებითაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოთ ლამაზი კანი და ახალგაზრდობა. ეს იაპონელი ქალების საიდუმლო რეცეპტია, რომელიც დიდსულოვნად გაუზიარეს მთელ მსოფლიოს. მათი სახის კანი კი აშკარად ადასტურებს, რომ ნამდვილად ღირს ამ ნიღბის გამოყენება.

ინგრედიენტები:
3 სადილის კოვზი ბრინჯი.
1 სადილის კოვზი რძე.
1 სადილის კოვზი თაფლი.

მომზადების წესი:
ბრინჯი მოხარშეთ და გადაწურეთ. გადანაწური ნახარში შეინახეთ. მოხარშულ ბრინჯს დაასხით 1 სადილის კოვზი ცხელი
რძე და კარგად აურიეთ. შემდეგ დაუმატეთ თაფლი და კვლავ აურიეთ.

გამოყენების წესი:

წაისვით მიღებული მასა სუფთა კანზე და დაელოდეთ, ვიდრე გაშრება. შემდეგ მოიშორეთ ნიღაბი და სახე შენახული ბრინჯის ნახარშით ჩამოიბანეთ.

თუ გსურთ გაიუმჯობესოთ სახის კანის მდგომარეობა და ათი წლით გაახალგაზრდავდეთ, ეს პროცედურა კვირაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
Teona
Mshrali kani maqvs da eg maska sheizleba
00:50 / 11-03-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS