16 იანვარი, 2017
ხურტკმელი - გათავისუფლდით ტოქსინებისგან და შეინარჩუნეთ ლამაზი კანი
ხურტკმელი კარგა ხანია ცნობილია ვირუსისა და ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული და ანტიმიკრობული თვისებებით. გარდა ამისა, ის С ვიტამინის საუკეთესო წყაროა.

ხურტკმელს დიდი დახმარება შეუძლია დეინტოქსიკაციის პროცესში. ამასთან, ის ამაღლებს ცილის მეტაბოლიზმს, რითაც ხელს უწყობს ზედმეტი წონის დაკარგვას.

ხურტკმელის გამოყენება შემდეგი მეთოდით შეგიძლიათ:

რამდენიმმე მარცვალი ხურტკმელი მთელი ღამით ჩაალბეთ წყალში, დილით ამავე წყალში გახენით, შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ. გაიმეორეთ ყოველდღე, ვიდრე უკეთესობას არ იგრძნობთ.

ხურტკმელის მარცვლები ბლენდერით დააქუცმაცეთ. მიღებული მასა შეგიძლიათ სუფთა სახით მიიღოთ, შეგიძლიათ წყალში გააზავოთ
პროპორციით 1:3.

ხურტკმელის წვენი აუმჯობესებს ნაწლავების მეტაბოლიზმს, აძლიერებს იმუნიტეტსა და დღის განმავლობაში აქტიურობის უნარს.

დალიეთ ხურტკმელის წვენი დილით უზმოზე და გათავისუფლდით ტოქსინებისგან. კანი ამ პროცედურის შედეგად უფრო გლუვი და ლამაზი გახდება.

შეგიძლიათ ხურტკმელი ჩვეულებრივად მიირთვათ, როგორც საუზმე. თუ კენკრა ძალიან მწარედ მოგეჩვენათ, თაფლთან ერთად მიირთვით.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS