10 იანვარი, 2017
ჭამეთ ეს პროდუქტი და შეინარჩუნეთ კბილების სითეთრე
თეთრი კბილები და მომხიბვლელი ღიმილი წარმატების ნახევარია. გარდა ამისა, დამტკიცებულია, რომ 22-დან 45 წლამდე მამაკაცების 58% სწორედ ღიმილს აფასებენ და მხოლოდ შემდეგ აქცევენ ყურადღებას თვალებსა და მკერდს.

კბილების გათეთრება ძვირად ღირებული პროცედურაა, თუმცა არსებობს პროდუქტები, რომელთა დახმარებითაც ბუნებრივად შეგიძლიათ კბილების სითეთრის შენარჩუნება.

ხრაშუნა ხილ-ბოსტნეული
მაგარ მკვრივ პროდუქტს აბრაზიული თვისება აქვს - ასეთ პროდუქტს შეუძლია კბილის მინანქრიდან ლაქების მოცილება და სითეთრის შენარჩუნება. უპირველეს ყოვლისა, ლაპარაკია ვაშლზე, ნიახურსა და სტაფილოზე. ეს პროდუქტი ახდენს ღრძილების ბუნებრივ მასაჟს, შესაბამისად,
აუმჯობესებს სმ უბანზე სისხლის ცირკულაციის პროცესს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელი ღრძილებისა და კბილების შესანარჩუნებლად.

მარწყვი
მართალია, ახლა მარწყვის სეზონი არ არის, მაგრამ კარგი იქნება, თუ დაიმახსოვრებთ, რომ მარწყვი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ანადგურებს არასასიამოვნო ნადების წარმომქმნელ ბაქტერიებს. ის ასევე ეხმარება ქსოვილის რემინერალიზაციას, ინარჩუნებს ph ბალანსს და ხელს უშლის მინანქრის ცვეთის პროცესს.

ციტრუსი
ყველა ციტრუსოვანი ხილი - ლომონი, მანდარინი, ფორთოხალი ხელს უწყობს ნერწყვის წარმოქმნას, რომლის მეშვეობითაც კბილებს მიეწოდება კალციუმი, ფოსფორი და სხვა მინერალები. თუმცა ჭარბი რაოდენობით მათი მიღება დაუშვებელია, ამან შეიძლება სერიოზულად ავნოს კბილებს.

კოჭა
კოჭას ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პარადონტიტის დროს დროს.

რეჰანი
რეჰანი ცნობილი ანტიბიოტიკია. მასში შემავალი ნივთიერებები ამცირებს პირის ღრუს მავნე ბაქტერიებს და ხელს უშლის კბილის მინანქარზე მათ გამრავლებას. ასე რომ, მიირთვით რეჰანი და გაიღიმეთ თამამად.

სოფიო ბულაური 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS