28 დეკემბერი, 2016
თავშავას ჩაი - უმკურნალეთ სტრეპტოკოკულ ანგინას, სინუსიტსა და ინფექციებს, ღრძილების დაავადებებს
თავშავას ძლიერი ანტიოქსიდანტური და ანტიბაქტერიული თვისებები აქვს. გარდა ამისა, უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, რომელთა წყალობით აძლიერებს იმუნურ სისტემას და ებრძვის ინფექციებს.

მისი ანთებსაწინააღმდეგო თვისებები სასარგებლოა, აგრეთვე, ოსტეოპოროზისა და ათეროსკლეროზის მკურნალობისას. ეს მცენარე კურნავს ასთმას, ბრონქიტს, გულძმარვას, შებერილობას, ბრონქიტს, სპაზმებს, თავის ტკივილს, დაღლილობას, კუნთების ტკივილს, ღრძილების დაავადებებს. აქვეითებს ქოლესტერინს.

თავშავას ჩაი გაციებისას

თავშავა აძლიერებს ოფლის გამოყოფას, ეხმარება ორგანიზმს დეტოქსიკაციაში და მოქმედებს როგორც ამოსახველებელი საშუალება.

ინგრედიენტები:
4-6 სადილის კოვზი ნედლი თავშავას ფოთლები.
2.5 ჭიქა წყალი.
1 სადილის
კოვზი თაფლი.

მომზადების წესი:
წყალი ჩაასხით ქვაბში და მიიყვანეთ ადუღებამდე. თავშავას ფოთლები დააქუცმაცეთ და სწრაფად ჩაყარეთ ქვაბში, ცეცხლს დაუწიეთ და ნელ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში ადუღეთ. შემდეგ გადმოდგით, გააჩერეთ 5 წუთით და გადაწურეთ. როცა ოდნავ გაგრილდება, დაუმატეთ თაფლი და დალიეთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS