27 დეკემბერი, 2016
მარლენ დიტრიხის სილამაზის საიდუმლო - კრემი ნაოჭების წინააღმდეგ
ამ რეცეპტს მარლენ დიტრიხი იყენებდა. მისი შემადგენლობა მხოლოდ ლეგენდარული ლამაზმანის გარდაცვალების შემდეგ გახდა საქვეყნოდ ცნობილი. სიცოცხლეში კი მილიონობით მამაკაცის საოცნებო ვარსკვლავი არავის უმხელდა თავისი იდეალური კანის საიდუმლოს.

რეცეპტის შემადგენელი ინგრედიენტები კვებავს და არბილებს კანს, უფრო ელასტიკურს ხდის მას და და ასწორებს ნაოჭებს.

ინგრედიენტები:

1 კვერცხის ცილა.
200 გრამი ცხიმიანი არაჟანი.
30 გრამი ლიმონის წვენი.
50 გრამი არაყი.
1 სადილის კოვზი გლიცერინი.

მომზადების წესი:
აურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შედეგად მიიღებთ 300 გრამ სუპერმკვებავ და
გამაახალგაზრდავებელ კრემს ლიფტინგეფექტით. კრემი შეიძლება გამოიყენოთ როგორც სახის კანისთვის, ისე ტანისთვის.

თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ მიღებულ მასას 7 დღის განმავლობაში მთლიანად გამოიყენებთ, კრემის მოსამზადებლად შეგიძლიათ ინგრედიენტების რაოდენობა ნახევრამდე შეამციროთ.

სოფიო ბულაური
ბეჭდვა