06 დეკემბერი, 2016
ყრდელი - ოპიუმის ალტერნატივა - გაიყუჩეთ ტკივილი ბუნებრივი გზით
ღორის ქადა, იგივე ყრდელი  გარეგნულად ძალიან ჰგავს ბაბუაწვერასა და ნარშავს. მას ფართოდ იყენებენ როგორც სედატიურ და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას.

ჯერ კიდევ 1800-იან წლებში ღორის ქადას იყენებდნენ როგორც ოპიუმის ალტერნატივას და ხშირად "ღარიბების ოპიუმადაც" მოიხსენიებდნენ.

ღორის ქადა დიდი რაოდენობით შეიცავს ტკივილგამაყუჩებელ ოპიანტებს, რომლებიც მცენარის ზეთოვან წვენშია განთავსებული.

ირანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ღორის ქადისგან მომზადებული სალათას ათასწლეულების წინ იყენებდნენ საკვებად.
"მას ოპიუმზე სუსტი მოქმედება აქვს, ამასთან, არავითარი გვერდითი ეფექტი არ აღენიშნება. სამედიცინო პრაქტიკამ დაამტკიცა, რომ მისი ზემოქმედება გაცილებით
ეფექტურია, ვიდრე ოპიუმის" - აღნიშნულია მე-18 საუკუნის ერთ-ერთ ხელნაწერში.

ღორის ქადის სალათა სასარგებლოა ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა

ასთმა
მოქმედებს როგორც რბილი სედატიური ნივთიერება. ღორის ქადა ძალიან ეფექტიურია ასთმის გამწვავებული სიმპტომების დროს.

უძილობა
ღორის ქადას დიდი ხანია იყენებენ ძილის გასაუმჯობესებლად. ის კარგი ბუნებრივი საშუალებაა უძილობისა და დარღვეული
ძილის სამკურნალოდ.

ტკივილი და დაძაბულობა
ღორის ქადის ოპიუმის ეფექტი ამცირებს ტკივილს. ტკივილგამაყუჩებელი და დამამშვიდებელი ეფექტის გამო მას იყენებენ სხვადასხვა სახის შფოთისა და დაძაბულობის მოსახსნელად.

შაკიკი
ღორის ქადას შეუძლია შაკიკის შეტევების სიხშირის შემცირება და სიმძიმის შეგრძნების მოხსნა.

მსუბუქი ეიფორია
ღორის ქადას, მასში შემავალი ოპიატების წყალობით, მსუბუქი ეიფორიის გამოწვევა შეუძლია. თუმცა ეს გაცილებით უსაფრთხოა და არავიტარი გვერდითი ეფექტი არ ახლავს.

როგორ გამოვიყენოთ ღორის ქადის ფოთლები?
მცენარის ღეროდან და ფოთლებიდან გამოწურეთ წვენი და მოამზადეთ სპირტიანი ნაყენი.

არის სხვა ვარიანტიც: მცენარის ხმელი ფოთლები დაუმატეთ ჩაიში - დაახლოებით 1,5 გრამი ერთ ჭიქაზე.

უფრო მძლავრი ეფექტისთვის შეგიძლიათ ხმელი ფოთლები ყალიონით მოწიოთ.

მიუხედავად იმისა, რომ ღორის ქადა სრულიად უწყინარია, გამოყენებამდე კონსულტაციისთვის აუცილებლად მიმართეთ მკურნალ ექიმს.

სოფიო ბულაური

წყარო

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS